სამების საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო.

ღვთისმსახურებას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) სინოდის წევრებთან ერთად.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით ავლაბრის მეტრომდე, ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდისკენ და შემდეგ შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე. ამ მარშრუტზე დიდი ეკრანებია განთავსებული ღვთისმსახურებისა და პროცესიის ტრანსლაციისთვის.

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

📍 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასახლე

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. სამების საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a0-2/
sheniganatleba.ge
READ  რას ნიშნავს პირჯვრის გამოსახვისას თითოეული წერტილი, რომელზეც ხელს ვიდებთ
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network