შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებისასწაულთმოქმედი ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ - სასწაული, რომელიც ამ ხატს უკავშირდება

სასწაულთმოქმედი ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ – სასწაული, რომელიც ამ ხატს უკავშირდება

„ბარძიმი შეუსმელად“ წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წ. მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვოს მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა დაპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისაგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა ქალაქ სერპუხოვოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ ბრძანდებოდა და მის წინაშე სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.

მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა. მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნის შესასვლელში რომ ხატი ჰკიდია, ის ხომ არ არისო? მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: „ბარძიმი შეუსმელი“. მღვდელმთავარ ალექსის მოწაფეში – ღირს ვარლაამში – დასნებოვნებულმა გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვოდან შინ გლეხი სავსებით გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.

ღვთის დედის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელს რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილნი, მათი ახლობლები და ნათესავები იჩქაროდნენ ლოცვები აღევლინათ სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბევრი კი იმისთვის მოილტვოდა მის წინაშე, რათა სამადლობელი შეეწირა დედუფლისათვის მისი უდიდესი წყალობის გამო.

რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების „ორნატას“ ტიპს მიეკუთვნება, ოღონდ ეგაა, რომ ღვთიური ყრმა ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. ბარძიმი მაკურთხეველი ღვთიური ყრმით – ესაა ბარძიმი ზიარებისა, რომელიც სარწმუნოებით მისდამი მოლტოლვილებს ყველა იმ კურთხევას ანიჭებს, რომელიც უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს გამომსხნელმა ღვაწლმა მიჰმადლა კაცთა ცოდვილ მოდგმას. ბარძიმი ესე მართლაც შეუსმელია, ანუ დაულევნელი, რამეთუ ტარიგი მისი „მარადის იჭამების და არა დაილევის“. ხოლო დედა ღვთისა, ზეაპყრობილი ყოვლდაწმიდა ხელებით, ვითარცა ძალმოსილი მღვდელმთავარი, შუამავლობით აღუვლენს ღმერთს ზეცისა საკურთხეველში, ხსნისათვის ყოვლისა სოფლისა, ამ მსხვერპლს – თავის დაკლულ ძეს, რომელმაც მისთა სისხლთაგან მიიღო სისხლი და ხორცი, და სთავაზობს ჭამად მართალთა.

იგი ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, ყველას ცხონება სურს, მდაბალი დამღუპველი მიდრეკილებების ნაცვლად იგი სულიერი სიხარულისა და ნუგეშის ამოუწურავი წყაროსაკენ მოუწოდებს. იგი ამცნობს, რომ სულიერი შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი თითოეული მათგანისთვისაა განმზადებული, ვისაც კი ეს სურს.

ლოცვა ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობლის ხატის „დაულევნელი ბარძიმი“-ს წინაშე
ლოთობისა და ნარკომანიის საწინააღმდეგოდ

ჰოი, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩუენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა – ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩუენნი განჰკურნენ.

ჰოი, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.

ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩუენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩუენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.

დაგვიცევ და დავგიფარენ ჩუენ ბადეთაგან მაცდურისასა და მტერისა ჩუენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩუენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩუენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი