შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„რა მაგარია, არა?! შენს მერე რომ ღიმილი რჩება… შენს გარეშე ნაკლები მიზეზი...

„რა მაგარია, არა?! შენს მერე რომ ღიმილი რჩება… შენს გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…“ – ტრისტან სარალიძეს ემშვიდობებიან

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ტრისტან სარალიძეს, რომელიც 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება რუსთაველის ეროვნული თეატრი, რომლის სცენაზეც მსახიობმა, 1980 წლიდან მოყოლებული, 44 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო პერსონაჟი განასახიერა.

„უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს!

ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის ეროვნული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კაი რა… ჩემო საყვარელო, ტრისტან…“ – წერს მსახიობი პაატა გულიაშვილი.

„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული, ძალიან! წავიდა ჩვენი ძმაკაცი – ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“,-წერს ედმონდ მინაშვილი.

ტრისტან სარალიძეს სიყვარულით იხსენებს რეჟისორი სანდრო ელოშვილი და მის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა…

ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის…

არადა როგორი აუცილებელია ეს ნიჭი, ეს ცოდნა დღეს? როგორ გვჭირდება…

ბოლოს, ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს, სახლში წაიყვანეთო… უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგას და ლევანჩოს გახედა: ბიჭებო! თქვენს ქორწილში… ვერაფერსაც ვერ ვიზამო, გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება მეღიმება… რა მაგარია, არა?! შენს მერე რომ ღიმილი რჩება… შენს გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი