სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიუცნაური ტომი, სადაც საქონელს ავტომატებით იცავენ, მათ შარდს კი დასაბანად იყენებენ -...

უცნაური ტომი, სადაც საქონელს ავტომატებით იცავენ, მათ შარდს კი დასაბანად იყენებენ – მუნდარის ტომის უჩვეულო ცხოვრება

აფრიკის კონტინენტი არის მრავალფეროვანი ტომების სამშობლო. ერთ-ერთ მათგანს ამ სტატიაში გაგაცნობთ. მუნდარის ტომი, რომელიც სუდანის სამხრეთით მდებარეობს, გამოირჩევა უცნაური წესებით… ამ ტომის ხალხს ძალიან უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით უპირატესობას ანიჭებენ ძროხებს და მათ უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურ ზომებს იღებენ, მათ იცავენ ცეცხლსასროლი იარაღებით…

ცნობილ ფოტოგრაფებმა, ტარიკ ზაიდიმ და გორან ტომასევიჩმა ერთობლივად გადაწყვიტეს სამხრეთ სუდანში მოგზაურობა. მათი უპირველესი მიზანი იყო ამ ტომთან საერთო ენის გამონახვა და მათ რამოდენიმე დღის გატარება. მკაცრი შეხედულებებისდა მიუხედავად, ადგილობრივებმა ფოტოგრაფები თბილად მიიღეს… მათ პირველ რიგში ასწავლეს თავიანთ წესები, რომელიც მათთან ყოფნის დროს არასოდეს არ უნდა დაევიწყებინათ.

5-a-mundari-man-carrying-a-weapon-to-defend-cattle-1712395368._1.jpg

მუნდარის ტომი ცხოვრობს სუდანის სამხრეთით, დედაქალაქ ჯუბადან რამოდენიმე საათის მოშორებით, მდინარე ნილოსის სანაპიროზე.

მუნდარის ტომის ხალხის ცხოვრება მთლიანად ამ ცხოველებზეა დამოკიდებული. მათ ასევე საქონლების მეფეებს უწოდებენ…

ისინი ზრდიან Ankol to-Watusi -ის სახელწოდების ძროხებს, რომელიც მსოფლიოში იშვიათად არის გავრცელებული…

პირუტყვების სიმაღლე 2, 5 მეტრამდე აღწევს, საერთაშორისო ბაზარზე 500 დოლარად არიან შეფასებულნი.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ ტომის საარსებო წყაროს ცხოველები წარმოადგენენ. მათ იმდენად უფრთხილდებიან, რომ ყოველდღიურად, მორიგეობით ავტომატებით იცავენ…

ფოტოგრაფების განცხადებით, ტომის თითოეულ წევრს ყავს საკუთარი ძროხა, იშვიათია შემთხვევა, როცა ისინი ცხოველებს საჭმელად იყენებენ…

2016042222402567247-1712395475.jpg

ფოტოგრაფი გორან ტომასევიჩი: “თავდაპირველად ვიფიქრე ნატურალურ რძეს დამალევინებდნენ…(იცინის)… თუმცა შევცდი, რადგან ამ ძროხის რძე თურმე ადამიანისთვის შესაძლოა მომწამლავი აღმოჩნდეს. ძროხის შარდს ისინი ანტისეპტიკურსაშუალებად იყენებენ, შარდი შეიცავს დიდი რაოდენობით ამიაკს, რაც განაპირობებს ადგილობრივების ნარინჯისფერ თმებს…”

2016042222490067247-1712395511.jpg

ფოტოგრაფი ტარიკ ზაიდი: “მოხარული ვარ, რომ მიგვიღეს, ძალიან კეთილი ადამიანები არიან, თუმცა თავიდან მეგონა დაგვხოცავდნენ, ერთი თუ მოუშინაურდით და მათ მიმართ ბოროტი გაზრახვები არ გაქვთ, მიხვდებიან და მალევე დაგიმეგობრდებიან. აქ ცხოველებს დღეში 3 -ჯერ უკეთებენ ისეთ მასაჟს, რომელზეც უარს არც მე ვიტყოდი”

mondari-x-pro1-065-1030x687-1712395587.jpg

სამხრეთ სუდანში მეცხოველეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სუდანი დამოუკიდებლობის მიღებამდე ხშირად ხდებოდა თავდასხმების ქვეყანა, სადაც უმეტესად ცხოველები იხოცებოდნენ…

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

3 დეკემბერი 2024
თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

დეკემბერი 3, 2024
Neuralink რობოტის მკლავის ტესტირებას იწყებს, რომლის კონტროლიც გონებით იქნება შესაძლებელი

Neuralink რობოტის მკლავის ტესტირებას იწყებს, რომლის კონტროლიც გონებით იქნება შესაძლებელი

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი