შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„შინიდან რომ გამოვასვენეთ, მოიცადეთო - დაიძახა შოთამ, ავარდა მის აივანზე, გადმოფინა საქართველოს...

„შინიდან რომ გამოვასვენეთ, მოიცადეთო – დაიძახა შოთამ, ავარდა მის აივანზე, გადმოფინა საქართველოს დროშა და გადმოგვძახა – ამის ქვეშ გამოატარეთო” – რას იხსენებს ჟანრი ლოლაშვილი

მის თანამედროვე თბილისზე, თბილისურ ურთიერთობებზე  ყველასათვის საყვარელი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი გვესაუბრება.

„მე მაშინდელ თბილისში დავიბადე, როდესაც კარაქი არ იყო, თუ იყო, წყლიან ქილაში ვინახავდით… დიდ ეზოში ვიზრდებოდი, რომელშიც ბევრი ოჯახი ცხოვრობდა. სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მეზობელს რაც კარგი ჰქონდა  თეფშზე დააწყობდა და ფანჯარაში შემოგიდგამდა. წარმოიდგინე, ამდენი მეზობელი რომ გყავდა რა პურ-მარილი იშლებოდა. ძველი თბილისი ასეთი იყო. კარებები არ იკეტებოდა. მახსოვს, ერთხელ ვიღაც მეზღვაური ჩამოვიდა და მამაჩემს შესთავაზა –  კარში დასამაგრებელი საჭვრიტინო რომაა, „გლაზოკებს” რომ უძახიან – იყიდეთო. მამაჩემმა გააგდო, რას ამბობს, ჯერ უნდა გავიჭყიტო ვინმე რომ მომიკაკუნებს და კარი მერე უნდა გავუღოო?!

ჩვენ, პლეხანოვზე მიხაილოვის საავადმყოფოს წინ ვცხოვრობდით. დილა ვირსალაძეების ოჯახიდან პიანინოს ჰანგებით იწყებოდა. უბნის რწმუნებულები ჩამოივლიდნენ ხოლმე ეზო-ეზო.

მოგიყვეთ ისტორია? _ ჩვენს ეზოში ცხოვრობდა სოფია ბორისოვნა ვულფოვიჩი. დანტისტი იყო და ფეხის ბურღი ჰქონდა. შემდეგში ელექტრო რომ შემოვიდა ვერ მიეჩვია და პროთეზის კეთებაზე გადავიდა. მთელი ეზოს მაცხოვრებლები მას უსხდნენ ხოლმე პირდაფჩენილები. სოფია ბორისოვნას აივანი გამზირისკენ იყურებოდა. ამიტომ დღესასწაულებზე საქართველოს უზარმაზარ დროშას ფენდა . უბნის რწმუნებული შოთა ჩიოდა ხოლმე, რახანია დღესასწაული დამთავრდა, უთხარით აიღოს, თორემ ტროლეიბუსს უშლის მოძრაობისაშიო. ყურს რომ არავინ ათხოვებდა თავად ადიოდა სოფია ბორისოვნასთან, რომელიც ცუკატებითა და მუმპასებით უმასპინძლდებოდა, მერე კი აივანზე უშვებდა, აახვევინებდა დროშას და შვილებთან რომ ტკბილეული არ გაეტანებინა ისე არ ისტუმრებდა. ძალიან რომ დაბერდა და კვირაობით არავინ ჰყავდა კარის შემღები , ადგებოდა ხოლმე სოფია ბორისოვნა და ჩეულებრვივ დღეებშიც ფენდა აივნიდან საქართველოს დროშას. მოვიდოდა შოთა… ისევ… მთელ ეზოს უყვარდა სოფია ბორისოვნა

ყველა მეზობელს დაგვიტოვა სახსოვარი. თითოეულ ნივთს ქინძისთავებით მიამაგრა ფურცელზე დაწერილი სახელები. მეც შემხვდა ერთი, რომელსაც მიწერილი ჰქონდა _ „ჟანრიკუ“.

შინიდან რომ გამოვასვენეთ სოფია ბორისოვნა, მოიცადეთო დაიძახა შოთამ, ავარდა მის აივანზე, გადმოფინა საქართველოს დროშა და გადმოგვძახა_ ამის ქვეშ გამოატარეთო. ასეთი ისტორიებით მდიდარი რომაა თბილისი, ამიტომაცაა თბილისობა საყვარელი და მნიშვნელოვანი დღესასწაული.

ყოველ ორშაბათს შატალოზე მივდიოდი. გაკვეთილების დაწყებისთანავე სკოლის კარი იკეტებოდა, მეორე სართულიდან გადავდიოდი ლენინგრადის ქუჩის ეზოში არყის ხეზე… ვიპარებოდი იმიტომ რომ ორშაბათობით კინოში ახალი ფილმი მენახა. მერე ფილმს ბიჭებთან ერთად განვიხილავდი_ ღორო, სიფათალოვა კალოევი, გივი ამაშუკელი… მერე მილიციის წინ 3 კაპიკად კრემიან „პონჩიკებს” ვყიდულობდით, ლიმონათს დავაყოლებდით….

თბილისობას მთელი ქალაქი ზეიმობდა. ჩამოჰქონდათ რაღაც-რუღაცები. რაჭველების ნობათი, გურულების ნობათი, კახელების ნობათი, ეპატიჟებოდნენ ერთმანეთს, იყო ჟრიამული, ჭირნახულის, ურთიერთობისა და სიყვარულის ზეიმი.

დღევანდელი თბილისი არ მომწონს. არქიტექტორული დაუდევრობის გამო, ამერიკული კალკების გამო. იმის გამო რომ ქალაქი დაიყო იმისისტებად და ამისისტებად. კოჰაბიტაციამ ქვეყანა უკან გადააგდო. პოლიტიკაზე არ მინდა ლაპარაკი მაგრამ … ვამბობ რომ მიქელანჯელო, მედიჩები სხვადასხვა დაჯგუფების წევრები იყვნენ. მათ შორის ჩხუბი და ცუდი განწყობა სუფევდა, მაგრამ მედიჩებმა თავის საძვალე მიქელანჯელოს შეუკვეთეს. ისინი შაბათობით იკრიბებოდნენ და ხელოვნებაზე ლაპარაკობდნენ აი, ეგ იყო კოჰაბიტაცია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი