სამშაბათი, მარტი 10, 2026
spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო..." - ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან...

“ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო…” – ნინო ხაჟომიას სიმსივნესთან ბრძოლის ამბავი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო ხაჟომია მძიმე სენს ებრძვის. “კიბო არ არის განაჩენი! ეს უბრალოდ ცხოვრების ერთი თავია და ამ თავს მე დავწერ – ჩემებურად! თუ ყველა გამოწვევიდან რაიმე არ ვისწავლე, დრო ტყუილად დამიკარგავს“, – დაწერა მან.

ამჯერად ნინო ხაჟომია რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია, სადაც განვლილ გზასა და ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა:

“თითქოს მთელი ცხოვრება ველოდებოდი ამას, შოკი არ მქონია, დედას და დეიდას კიბო ჰქონდათ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მქონდა გაბრაზება, – რატომ მე. მე მართლა მაინტერესებს, მარტოხელა დედები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, თან ებრძვიან ასეთ დიაგნოზს, როგორ ახერხებენ ყველაფერს, კიბოსთან თანაცხოვრებას როგორ ახერხებენ. ჩემი მთელი დრო მიჰქონდა მხოლოდ კიბოს.

ახლა ვჩქარობ რეაბილიტაციას, ჩემი მთაში წასვლის დროა, ჩემი ბიზნესი ზამთარში იწყება. ახლა დავასრულე ბოლო ქიმია, დასხივებას ვიკეთებ და საკუთარ სხეულს ვეუბნები, ფეხზე წამოდექი-მეთქი, იმიტომ, რომ ბევრი საქმე მაქვს. ჩემი პატარა შვილი მეკითხებოდა, დე, ხომ იქნები ცოცხალიო, ბავშვმა იმხელა ემპათია მაჩვენა, არ ვიცოდი, კაცებს ახელა თანაგრძნობა თუ შეეძლოთ. ღამ-ღამობით მამოწმებდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. უცბად 10-იანებზე დაიწყო სწავლა. ამით მაინც გაგახარებო. კიბომ იმხელა ტრანსფორმაცია მოახდინა ჩემში, რაღაც მომენტში ბედნიერიც კი ვარ, რომ ეს დამემართა, იმიტომ, რომ რაღაც ისეთი მაჩვენა, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი”, – თქვა ნინო ხაჟომიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გაიცანით, წყვილი სოფელ მატანიდან, რომლებიც ქართულ ტრადიციულ და ხევსურულ სამოსს ქმნიან
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი