ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი – ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი – ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.

სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

📍 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სასახლე

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%93/
sheniganatleba.ge
READ  გაფართოებული საეკლესიო კრება სამების ტაძარში - ისტორიული კადრები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network