ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიბიბლიური „სასწაული“, რომელიც მზის დაბნელების ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი აღმოჩნდა

ბიბლიური „სასწაული“, რომელიც მზის დაბნელების ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი აღმოჩნდა

ძველი აღთქმის მეექვსე კანონიკური წიგნის — იესო ნავეს ძის წიგნის თავსატეხად ქცეული ერთ-ერთი პასაჟი, შესაძლოა, კაცობრიობის მიერ ჩაწერილი მზის დაბნელების უძველესი ფაქტი აღმოჩნდეს. ამის წყალობით კი შეიძლება დაზუსტდეს ფარაონ რამზეს დიდის ზეობის წლები.

კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი პასაჟისა და ძველეგვიპტური ტექსტების გამოყენებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს მოვლენა ძვ. წ. 1207 წლის 30 ოქტომბრით დაათარიღეს.

პასაჟი აღწერს იესო ნავეს ძის გამარჯვებას ამორიტების ხუთ მეფეზე. ტექსტის მიხედვით, ქანაანში, თანამედროვე დასავლეთ ნაპირზე, თავის მტრების დევნისას, იგი ლოცვას იწყებს.

„მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!“, — ვკითხულობთ პასაჟში.

„დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი. იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას“.

მკვლევარ კოლინ ჰამფრეისის თქმით, თუკი ეს პასაჟი რეალურ დაკვირვებებს აღწერს, მაშინ ადგილი უნდა ჰქონოდა მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენას. თუმცა, იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა, ცოტა რთული საქმეა.

„თანამედროვე თარგმანებში ეს ტექსტი იშიფრება იმ მნიშვნელობით, რომ მოძრაობა შეწყვიტეს მზემ და მთვარემ“, — აღნიშნავს იგი.

„მაგრამ თუკი ჩავხედავთ ორიგინალ ებრაულ ტექსტს, მივხვდებით, რომ ალტერნატიული მნიშვნელობის მიხედვით, მზეს და მთვარეს უნდა შეეწყვიტათ ის ქმედება, რასაც ისინი როგორც წესი, ჩვეულებრივ აკეთებენ: შეწყვიტეს ნათება. ამ ინტერპრეტაციას მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ებრაულ სიტყვა „დადგომას“ იგივე წარმომავლობა აქვს, რაც ბაბილონურ სიტყვას, რომელიც უძველეს ასტრონომიულ ტექსტებში მზის დაბნელების აღსანიშნავად იყენებენ“.

მკვლევრებმა დაიხმარეს მერენპტაჰის სტელის ძველეგვიპტური ტექსტი. გრანიტის ამ ფილაზე წარწერები შესრულებულია რამზეს დიდის ძის, ფარაონ მერენპტაჰის ზეობის მეხუთე წელს.

ფილაზე ამოტვიფრული ტექსტი ძირითადად აღწერს მერენპტაჰის გამარჯვებას ლიბიელებზე, თუმცა ბოლო სამ ხაზში საუბარია ქანაანის კამპანიაზე, რომელსაც ბევრი სწავლული თარგმნის, როგორც „ისრაელს“.

READ  ლანა ღოღობერიძე ახალ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესთან შეხვედრას იხსენებს: „აღელვებულები მივდიოდით მარკესის სახლისკენ და გზად მახსენდებოდა…“

კემბრიჯის მკვლევრებს სჯერათ, რომ ეს ამტკიცებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ებრაელთა ყოფნას ქანაანში.

წარსულში, მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ მოვლენა შესაძლოა მზის დაბნელებას აღწერდა; თარიღების უფრო დასაზუსტებლად, მათ ორი ტექსტიც გამოიყენეს, მაგრამ დროის იმ მონაკვეთში ვერანაირ დაბნელებას ვერ მიაგნეს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი მზის სრულ დაბნელებას ეძებდნენ, როდესაც მთვარე მზის დისკოს მთლიანად ფარავს.

მათ მხედველობაში არ მიუღიათ მზის რკალისებრი დაბნელება, როდესაც დიდია მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის, რის გამოც, მთვარე პატარა ჩანს და მზეს მთლიანად ვერ ფარავს — გარშემო რჩება ნათელი რკალი. ნახეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი