პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაგადაწყვეტილება, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

გადაწყვეტილება, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში, ინფორმაციას ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილება, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.

იკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "ისინი ფულს გამუდმებით აკაკის სთხოვდნენ, ამის გამო მწერალი ვალებში ჩავარდა..." - ვინ იყო აკაკი წერეთლის ცოლი, რომლის შესახებაც ნაკლებად არის ცნობილი?
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი