ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებავინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ "შერეკილებთან"

ვინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ “შერეკილებთან”

“- ქალი შემიყვარდა!

– ნამეტნავად?

– ვაი, ვაი, რომ ნამეტნავად…”

ერთაოზს მარგალიტა, ნამეტნავად, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცებამ შეაყვარა;

მარგალიტას ლამაზ დეკოლტეზე დამშვენებული მედალიონი არა მხოლოდ ერთაოზს და ხუტას, თხუთმეტიოდე წლის ტელეგრაფისტ გაბოსაც მაცდურად ხვდება თვალში; და ეს მედალიონი, საერთოდ, ამ კეკლუცი ქალის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს; ჩვეულებრივი გულსაკიდი რომ გგონია და “საჭიროების” შემთხვევაში, საფიცარ ხატად რომ გადააქცევს;

მომხიბვლელი “სამიზნე” სცენარისტმა, გენიალურმა რეზო გაბრიაძემ და შედევრის რეჟისორმა, ელდარ შენგელაიამ ერთად მოიფიქრეს, თუ კონკრეტულად რომელს ეკუთვნის, წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცების მაგია, სამწუხაროდ, უცნობია…

მაინც ვინ იყო წმინდა პორფირე?

მართლმადიდებლური სამყარო რამდენიმე წმინდა პორფირეს გვაცნობს;

წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის ხსენების დღე 15 სექტემბერს აღინიშნება;

პორფირე მსახიობი იყო და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში ასრულებდა როლს, რომლის მიხედვითაც ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო; მაგრამ როცა პიესის მსვლელობის დროს ნეტარი წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: „ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა, აშკარად აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა ქალაქ ეფესოში 361 წელს.

ღირსი პორფირე კავსოკალიველი საბერძნეთში, ევიას პროვინციაში, ალივერის სიახლოვეს, 1906 წლის 7 თებერვალს დაიბადა. მისი მშობლები უბრალო გლეხები იყვნენ, ღარიბები, მაგრამ ღვთისმოშიშები. თავიანთ ვაჟს სიყრმიდანვე ჩაუნერგეს ღვთის შიში. მამა პორფირე შემდგომში ჰყვებოდა:

“ღარიბი მშობლები მყავდა, ამიტომაც მამაჩემმა სოფელი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მუშად მუშაობდა პანამის არხის მშენებლობაზე. ჩვენ, გლეხის შვილები, ნორჩობიდანვე ვშრომობდით: ვრწყავდით ბაღს, ბოსტანს, პირუტყვს ვუვლიდით, ყველგან დავრბოდით, სადაც უფროსები გვგზავნიდნენ. სიყრმიდან მთებში პირუტყვს ვმწყემსავდი. გულუბრყვილო და მორცხვი ვიყავი. სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე და თითქმის ვერაფერი ვისწავლე, რადგან მასწავლებელი ავადმყოფობდა. ფარის მწყემსვისას მარცვალ-მარცვალ წავიკითხე წმინდა იოანე კალივიტის (მმარხველის) ცხოვრება და მხურვალე სურვილი გამიჩნდა მონაზვნობისა, თუმცა არც მონაზონი მენახა, არც მონასტერი და არც არაფერი ვიცოდი.”

გადაწყვიტა თავი ღვთისთვის მიეძღვნა და ათონის მთაზე გამგზავრებულიყო, მაგრამ მას ამ სურვილის ასრულებაში სხვადასხვა გარემოებები ეწინააღმდეგებოდა. მთაწმინდაზე მისვლა მხოლოდ 14-15 წლისამ შეძლო.

READ  სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი და საგრანტო ქულის გამოთვლის წესი – გამოცდები 2025

“არ ვიცოდი, სიზარმაცე რა იყო. დიახ, მე მართლაც არ მებრალებოდა საკუთარი სხეული. როცა მუხლები ამტკივდებოდა, მათზე შურისძიება მინდოდა ხოლმე. უფრო მძიმე ტვირთს ვიღებდი და კვლავ ვამბობდი: “ესეც წაიღე, ბებერო ვირო!”… განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.