კვირა, აპრილი 19, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებატვინის კიბოს 7 ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ

ტვინის კიბოს 7 ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ

ტვინის სიმსივნის ადრეული სიმპტომები, ერთი შეხედვით, არაფრითაა გამორჩეული და სხვა პრობლემებისთვის დამახასიათებელ მდგომარეობებს ემთხვევა. ასეთია, მაგალითად: შფოთვა, სინუსური ინფექციები, ქრონიკული თავის ტკივილი და სხვა.

მეცნიერი ტვინის კიბოს იმ 7 ადრეულ ნიშანს გვიზიარებს, რომლებიც მას საკუთარ კვლევაში აქვს განხილული.

ლაურა სტენდენი ამბობს, რომ ტვინის კიბოს მქონე ადამიანები ხშირად სიტყვებს ვერ იხსენებენ, მთლიანი წინადადების აწყობა უჭირთ ან საუბარში დაყოვნებით ერთვებიან. პაციენტების აღწერით, ეს “უცნაური და საერთო ხასიათიდან ამოვარდნილი” გამოცდილებაა, რომელსაც თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეს.

სიტყვები დაღლილობისას, სტრესის დროს ან შფოთვისასაც შეიძლება დაგავიწყდეთ, მაგრამ ეს დროებითია. საყურადღებო მაშინაა, როცა ასე მუდმივად და მოულოდნელად გემართებათ;

გონების დაბინდვა — ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს ყურადღების კონცენტრაცია, მკაფიოდ ფიქრი ან სხვადასხვა რამის დამახსოვრება უჭირს. მაგალითად, სტენდენის ერთ-ერთ პაციენტს ექიმთან ვიზიტი ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ დაავიწყდა, რისთვის ჩაეწერა.

გონების დაბინდვას ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს, მათ შორის: მენოპაუზა, არასაკმარისი ძილი და სტრესი. ამის მიუხედავად, როცა მას სხვა ნევროლოგიური სიმპტომებიც ახლავს თან (მაგ: მეტყველების ან მხედველობის პრობლემები), ყურადღება უნდა მიაქციოთ;

დაბუჟება ან ჩხვლეტა — კვლევაში ზოგმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება ჰქონდა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გადადიოდა. ორ პაციენტში მსგავსი რამ მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს ვლინდებოდა, მაგალითად, სახის ქვედა მარჯვენა მიდამოში ან ენის ნახევარში.

ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა სიმსივნე ტვინის მგრძნობელობით ან მოტორულ არეალებზე ზემოქმედებს — სხეულის ნაწილებში სიგნალები სწორედ იქიდან იგზავნება. მსგავსი რამ ვლინდება ნერვის მიჭყლეტის, ცირკულაციის დარღვევის ან შაკიკის დროსაც, მაგრამ როცა ცალ მხარეს იგრძნობა, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა;

მხედველობის დარღვევები — კიდევ ერთი გავრცელებული ადრეული სიმპტომი მხედველობის ცვლილებაა. მაგალითად, ერთმა პაციენტმა აღწერა, რომ ტელევიზორის ყურებისას გაორებულად ხედავდა, მაგრამ მიიჩნია, რომ უბრალოდ ახალი სათვალე სჭირდებოდა. მეორე ადამიანმა თქვა, რომ სწორი ხაზები გამრუდებულად ეჩვენებოდა.

READ  ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა სერიოზული გამოწვევაა... შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

ამგვარი ნიშნები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, მაგრამ დანარჩენ სიმპტომებთან თანხვედრა და უეცარი ან უცნაური ცვლილებები ექიმს უნდა გაუზიაროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასევე გაწუხებთ კოორდინაციის პრობლემა, დაბუჟება ცალ მხარეს, თავის ტკივილი, მეტყველების გართულება, სისუსტე და თავბრუსხვევა;

არეული ხელწერა — ბევრი პაციენტი ამბობს, რომ ხელის მოძრაობისა და მხედველობის კოორდინაცია დარღვეული ჰქონდათ. ამ დროს შეიძლება ხელნაწერი აირიოს, ანუ ის და ისე ვერ გადაიტანოთ ფურცელზე, რაც და როგორც გინდოდათ. ამ შემთხვევაშიც ყურადღების მიქცევა მაშინ გმართებთ, როცა მსგავსი რამ მუდმივად იჩენს თავს;

პიროვნული ცვლილებები — ქცევისა და გუნება-განწყობის ცვლილება კიდევ ერთი პოტენციური ნიშანია. შეიძლება ადამიანს მოულოდნელად მოტივაცია გაუქრეს ან გაღიზიანება მოეძალოს და ეს გადაწვასთან დააკავშიროს, მაგრამ საქმე უფრო სერიოზულ დაავადებასთან ჰქონდეს.

ლაურა სტენდენი იკვლევს მეთოდებს, რომლებიც ასეთი ადრეული სიმპტომების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება. მათ შორისაა კოგნიტიური ტესტები, რომლებითაც ადამიანის მეხსიერებას, ყურადღებასა და მეტყველებას შეისწავლიან; ასევე, განიხილება სისხლის ანალიზი კიბოს დნმ-ის ფრაგმენტების საპოვნელად.

მეცნიერი ამბობს, რომ ყველა პაციენტი ერთსა და იმავეს აღნიშნავს: თუკი რაიმე ზედმეტად არანორმალურად და უჩვეულოდ გეჩვენება, ექიმს გაესინჯე. რაიმე სერიოზული რომც არ აღმოჩნდეს, ამაში დარწმუნება ყველაფრად ღირს.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.