პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ„ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო... ქუჩაში დავრჩი... დღემდე ქირით...

„ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო… ქუჩაში დავრჩი… დღემდე ქირით ვცხოვრობ” – მუსიკოს ლეილა სიყმაშვილის აქამდე უცნობი ისტორიები

ლეგენდარული ქალბატონი, პიანისტი, რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი, რომელიც რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლთან – „კავკასიური ცარცის წრე“ ასოცირდება, თეატრის სცენაზე, 43 წელი ცოცხალ მუსიკალურ გაფორმებას ასრულებდა.

სპექტაკლმა, რომელიც 660 -ჯერ შესრულდა, მთელი მსოფლიო მოიარა. წარმატების ზენიტში მყოფ ქ-ნ ლეილას, რუსთაველის თეატრის მაყურებელი კარგად იცნობდა. ყველა სპექტაკლი, რაც კი ამ სცენაზე მუსიკალურად იდგმებოდა, სწორედ, მისი გაფორმებული იყო.

მუსიკოსის პირველი სპექტაკლი, რუსთაველის თეატრში, 1971 წელს რ. მირცხულავას  ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულება“ იყო, რასაც მოჰყვა „ყვარყვარე თუთაბერი“.

81 წლის კონცერტმაისტერს, რომელიც 20 წელია, თბილისში უსახლკაროდ ცხოვრობს, ამ ეტაპზე, გადაადგილება უჭირს. „პრაიმტაიმთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში, მიზეზად, 40 წლის წინ აღმოჩენილ ბიოდენებს ასახელებს, რომელიც არ გამოიყენა და დღეს, სავარაუდოდ, ჩაკირული აქვს:

ვინმეს რომ ეთქვა 80 წლამდე იცოცხლებო, თვალებს ამოვუღებდი. არ ველოდი, თუ ამ ასაკს მივაღწევდი.

ძირძველი პლეხანოველი ვარ, თბილისში, დ. უზნაძის (კამოს ქ.) ქუჩაზე, მე-2 სამშობიაროში დავიბადე. 60 წელი მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინი) ქუჩაზე ვცხოვრობდი.

მამა – გიორგი სიყმაშვილი, პროფესიით აგრონომი იყო, ედუარდ შევარდნაძემ 1965 წელს – „დამსახურებული აგრონომის წოდება“ მიანიჭა.

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 15 წელი, სიღნაღის სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობდა. ამის შემდეგ გურჯაანის სატყეო მეურნეობის დირექტორი იყო, თბილისის ზღვაზე – დენდროლოგიური პარკის აშენება, მისი დამსახურებაა. 1975 წელს, ფილტვის შეგუბებით გარდაიცვალა.

დედა – ახმეტელის ქალი იყო, სანდრო ახმეტელის ბიძაშვილი. სანდროს გარდა, ახმეტელების მთელი დინასტია, ექიმები არიან.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „საუკეთესო დედა და პიანისტი“ – ხატია ბუნიათიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი