ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარიUncategorized"ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი...

“ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც” – პატრიარქი

ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, უდი­დე­სი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, – ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი, ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი არის კა­ცობ­რი­ო­ბის მიერ დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის ჯამი, კო­ლექ­ტი­უ­რი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ალ­გო­რით­მე­ბით იძ­ლე­ვა შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

“ამ სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა წვდო­მა მრა­ვალ­გვარ მო­ნა­ცე­მებ­ზე მის­თვის სა­სურ­ველ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, რაც ტექ­ნო­ლო­გი­ურ წინსვლას კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­რებს. ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, უდი­დე­სი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

უფრო და უფრო მკვეთ­რად დგე­ბა კი­თხვა: შეძ­ლებს ადა­მი­ა­ნი, გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი და თუნ­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ღვთის სა­დი­დებ­ლად მი­მარ­თოს იგი? თუ თა­ვის თავ­ში და­ჯე­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სი­ვე ქმნი­ლე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი და მას­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღმერ­თს კი­დევ უფრო გა­ნე­შო­რე­ბა? ვფიქ­რობ, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გე­ბის და იმ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბა, რო­მელ­თაც ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტთან აქვთ შე­ხე­ბა, რად­გან უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს მას.

ერთი რამ კი ცხა­დია: თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი უნდა ის­წრაფ­ვო­დეს პი­როვ­ნუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ, რაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ღვთის შეც­ნო­ბის და მისი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წვდო­მის სურ­ვილს გუ­ლის­ხმობს. ღმერ­თი ლო­გი­კურ კა­ტე­გო­რი­ებ­ზე მაღ­ლა დგას, ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნე­ბა მას ვერ მის­წვდე­ბა ვერც კა­ცობ­რი­ვი ცოდ­ნის მთლი­ა­ნი ჯა­მით და ვერც ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­სავ­სით, ამი­ტო­მაც, ცოდ­ნას­თან ერ­თად, სა­ჭი­როა რწმე­ნა და ღვთი­უ­რი მად­ლით აღვსე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი წარ­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბას არ და­უბ­რუნ­დეს“,- ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
READ  „დღევანდელი 31 გარდაცვლილი არც შედის…“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი