პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებახვიჩა კვარაცხელიას ქართულის მასწავლებელი ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი:

ხვიჩა კვარაცხელიას ქართულის მასწავლებელი ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი:

ხვიჩა კვარაცხელიას მასწავლებელი, თბილისის N169 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა მერაბიშვილი სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა, როგორც „გამოცდილი, ავტორიტეტული, მრავალი ღირსეული თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღმზრდელი“.

ყველა მოსწავლისთვის საყვარელ მანანა მასწავლებელს მუშაობის 51-წლიანი გამოცდილება აქვს, პროფესიულ მიზნად კი ქვეყნისთვის ღირსეული მოქალაქეების აღზრდა უქცევია:

„მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ვიცი, რომ დიდი მოვალეობა მაკისრია ჩვენი ქვეყნისა და მოსწავლეთა წინაშე“, – ამბობს პედაგოგი, რომელმაც არაერთ წარმატებულ მოსწავლეს დაულოცა გზა ცხოვრების ასპარეზზე და მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, ფეხბურთელი, რომელიც დღეს უკვე ვარსკვლავია.

ხვიჩამ პედაგოგს ვიდეო მიუძღვნა, სადაც ნათლად გამოხატა დიდი სიყვარული, პატივისცემა და გაწეული ამაგისთვის მადლობაც საჯაროდ გადაუხადა:

„მანანა მასწავლებელო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული ღვაწლის, უამრავი თაობის ღირსეულად აღზრდისა და დიდი ამაგისთვის, რომელიც ჩემს განათლებაში მიგიძღვით. მახსოვს, ჩვენთან ერთად როგორ თამაშობდით ფეხბურთს და განწყობას გვიმაღლებდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ და ასევე მომავალი თაობებისთვისაც გააკეთებთ.

ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ, კიდევ დიდხანს უნდა ემსახუროთ თქვენს საყვარელ საქმიანობას. მიყვარხართ და გაფასებთ ძალიან“. – ამბობს ვიდეოში ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე კანდიდატთა წარდგენა 5 ივლისამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე  გადასაცემ 10 000 ლარს, ასევე სამკერდე ნიშანს.

წყარო: Etaloni

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი