11 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული – ვინ არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს

11 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული – ვინ არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ  შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

ექსტრადირებული პირი, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). 11 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული – ვინ არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს. 9 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/11-უმძიმეს-დანაშაულში-ბრალ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. 11 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული – ვინ არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/11-%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a/
sheniganatleba.ge
READ  ქართველი მუსლიმები დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავენ
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network