2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს – ცნობილია ვის შეეხება დახმარება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საბანკო ბარათებით გადახდის ახალი სისტემის შესახებ მრავალი მითი ვრცელდება საზოგადოებაში. ვნახოთ რა არის მითი და რა რეალობა ამ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება:

“აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება.

შესაბამისად, ორი ტყუპის შემთხვევაში (ორი ბავშვი) 4000 ლარი გაიცემა, სამი ბავშვის (ტყუპის) შემთხვევაში – 6000 ლარი.

ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს, შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

2025 წელს, პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის ერთ ოჯახში 3 ტყუპი”.

READ  რა შემთხვევაში დააფინანსებს მერია სწავლას
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის