ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის...

2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ

2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის მიღმა არ უნდა რჩებოდეს.

მისივე განმარტებით, საუბარია, რომ სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად იქნება აუცილებელი, SAT-ის ტიპის იქნება.

“გიდასტურებთ, რომ ასეთი მიდგომა (ახლებურად იყოს გააზრებული სკოლიდან აბიტურიენტის უმაღლესში გადასვლა) არის. მაგალითისთვის: თუ დღეს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტში გადაწყვეტს, იქ აუცილებლად მოსთხოვენ სკოლაში ბოლო ოთხი წლის შედეგებს – მე-9-მე-12 კლასის ქულებს. ჩვენთან უმაღლეს სასწავლებელს ნაკლებად (ან – საერთოდ არ) აინტერესებს სკოლაში რა გააკეთე, რაც არის წყვეტა და ცუდი. კანონში გვიწერია, რომ გვაქვს განათლების უწყვეტი სისტემა. რისი უწყვეტი სისტემაა, როცა უნივერსიტეტს არ აინტერესებს, სკოლაში რა ქენი, რა შედეგს მიაღწიე, მაშინ, როცა, დასავლურ უნივერსიტეტებს აინტერესებთ, რა სოციალურ პროექტებში იღებდით მონაწილეობას, რა ადამიანი იყავით, როგორი მოქალაქე, რა საგანმანათლებლო პროექტებში იყავით ჩართული, რა ინტერესები გქონდათ, თქვენი ზოგადი ნიშანიც აინტერესებთ. უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე არსებით კომპონენტთან. ამაზე საუბარი მიდის და როგორ სახეს შეიძენს, ყველა ერთად ვნახავთ. საორიენტაციოდ ეს შეიძლება დაინერგოს 2027 წლიდან.

სკოლიდან უმაღლეს სკოლაში გადასვლის რა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაც არსებობს და წარმატებული პრაქტიკაა, საქართველოც ამის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. ვერსია ასე გამოიყურება: 1. მე-12 კლასში მოსწავლეები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდას, ამას ჩაატარებს NAEC. ოღონდ ეს არ იქნება ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა. იქნება ეს ყველა საგანში თუ როგორ, ამაზე პასუხებს, ალბათ, მალევე შევიტყობთ. ერთი კომპონენტი იქნება ეს შედეგი, რას მიაღწიეთ ეროვნული შეფასების დროს. 2. მოსწავლის საშუალო ნიშანი, რომელიც ალბათ ბოლო რამდენიმე კლასს მოიცავს. 3. სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად ბარდება. საორიენტაციოდ, ეს იმ ტიპის გამოცდაა, როგორიცაა SAT. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არის ვერსიის დონეზე. 4. თავად უნივერსიტეტი რასაც შესთავაზებს. ეს უფრო ობიექტური სისტემა იქნება შერჩევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ახლანდელი მოდელით, მითითებული რომ გაქვთ რაღაც ფაკულტეტები, შეიძლება იქ მოხვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა ქულებმა მოგცეთ. მოკლედ, ახლა მუშაობა მიდის ამ იდეის გადაწყვეტაზე“, – განაცხადა მურღულიამ. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

READ  VIDEO: იაპონელებმა საშობაოდ “იმერული ალილო” იმღერეს

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი