ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები26 წლის ანა ბაიძე Oxford-ის უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის

26 წლის ანა ბაიძე Oxford-ის უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის

26 წლის ანა ბაიძე University of Oxford-ში სამართლისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით გააგრძელებს სწავლას.

როგორც მან „ფორტუნას“ თავად უთხრა, დაფინანსება Oxford-Weidenfeld and Hoffmann – Sloane Robinson Foundation Graduate Scholarship-დან მოიპოვა.

აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში კი University of Oxford სწავლის გადასახადის 40%ს დაუფარავს, დანარჩენ ნაწილს და ყოველთვიურ სტიპენდიას კი Oxford-Weidenfeld and Hoffmann Trust უზრუნველყოფს.

„Oxford-ის უნივერსიტეტში სამართლისა და ფინანსების მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხვისა და სრული დაფინანსების ამბავი რომ შევიტყვე, უდიდესი სიხარული, სიამაყე და მადლიერება ვიგრძენი.

ეს სიახლე ჩემთვის ბოლო წუთამდე უფრო მეტად ოცნება იყო, ვიდრე – მოსალოდნელი ფაქტი. არჩევანი სამართლისა და ფინანსების პროგრამაზე იმ მიზნით შევაჩერე, რომ სამართალსა და ეკონომიკაზე უკვე მიღებული ინტერდისციპლინარული ცოდნა გავიღრმავო.

სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნებას და მიღებული ცოდნის აქ გამოყენებას ვგეგმავ – ვიმედოვნებ, რომ ამ ხარისხის მოპოვება ფასდაუდებელ გამოცდილებასა და კავშირებს შემძენს შემდგომი წარმატებებისათვის“, – უთხრა „ფორტუნას“ ანა ბაიძემ.

ამასთან, პარალელურად, გუშინვე, მიიღო შეტყობინება, რომ Chevening-ის დაფინანსებაც მოიპოვა, [ბრიტანეთის საელჩოს სასტიპენდიო პროგრამა Chevening – გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას აფინანსებს].

„ერთი და იგივე პროგრამაზე ორი დაფინანსება მაქვს და უნდა გავაკეთო არჩევანი – ჯერ ორივესთან ვაზუსტებ დეტალებს და პირობებს“. – დაამატა ანა ბაიძემ.

ინფორმაციისთვის, University of Oxford გლობალურად აღიარებული რეიტინგებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია.

ანა ბაიაძე ამ ეტაპზე საქართველოს ბანკის იურიდიული კვლევების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, წარმატებული ახალგაზრდა კერძო სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულია ლექტორია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება - რა არის ETIAS და როდიდან ამოქმედდება?
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი