პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს… ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება”...

8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს… ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება” – რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ

მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის, ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან” გა­იც­ნო. მისი გმი­რი “დუდუ” საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. თუმ­ცა ბოლო სე­ზო­ნე­ბის არც ერთ სე­რი­ალ­ში ეს პერ­სო­ნა­ჟი აღარ ჩანს. რო­გორ ცხოვ­რობს “დუდუ” რე­ა­ლორ ცხოვ­რე­ბა­ში და დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ის სე­რი­ალ­ში, ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

– მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი გაქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ სე­რი­ა­ლის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­მო­ჩე­ნამ, ვფიქ­რობ, რა­ღაც შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

– რა­ღაც კი არა, ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. რაც მანდ გა­მოვ­ჩნდი, მას შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტში ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში ეს დი­დად არ მიყ­ვარს, სცე­ნა­ზე – კი. ამ სი­ბე­რე­ში გა­პო­პუ­ლა­რე­ბამ, ცოტა არ იყოს, მყუდ­რო­ე­ბა და­მირ­ღვია, თუმ­ცა, მო­ვი­ტყუ­ე­ბი თუ ვი­ტყვი, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მსი­ა­მოვ­ნებს. ვიგ­რძე­ნი, რომ ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ და ამ გრძნო­ბას­თან ერ­თად პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბაც გა­ი­ზარ­და. ადრე ისე დავ­ბო­დი­ა­ლებ­დი ქუ­ჩა­ში, ხან დავ­ლევ­დი, რამე, რუმე და ზედ არ მი­ყუ­რებ­და არა­ვინ, ახლა კი ერთხელ ნას­ვამ­მა გა­მო­ვი­ა­რე და ვი­ღაც ბავ­შვებ­მა დამ­ცი­ნეს, ე, ნახე, დუდუ რა დღე­ში­აო. მას შემ­დეგ ვცდი­ლობ ფხი­ზელ­მა მა­ინც ვი­ა­რო, ხოლო თუ და­ლე­ვამ მო­მი­წია, ტაქ­სით დავ­დი­ვარ. რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა იმ მხრი­ვაც, რომ ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი “ამ­ნე­ზია” ბა­რებ­ში უკ­რავ­და, მაგ­რამ დი­დად არ იწუ­ხებ­დნენ თავს ყუ­რა­დღე­ბით, ახლა კი დუდუ უკ­რავს, არი­ქა, დუდუ უკ­რავ­სო, უფრო ხში­რად გვი­ძა­ხი­ან.

– დუდუ სულ და­ი­კარ­გა სე­რი­ა­ლი­დან თუ დრო­ე­ბით?

– აზ­რზე არა ვარ. მე არ მაქვს მათ­თან კონ­ტაქ­ტი, ყო­ველ­თვის თვი­თონ რე­კავ­დნენ ხოლ­მე, გცა­ლია, და­გი­წე­როთ სცე­ნა­რიო?..ახლა მე­ლო­ტი პო­ლი­ცი­ე­ლი რო­მაა, მა­გა­ზე მი­დის მთე­ლი ამ­ბე­ბი მაგ სე­რი­ალ­ში? ვი­ღა­ცებ­მა მი­თხრეს თურ­მე, კო­მენ­ტა­რებ­ში გან­ხილ­ვაა, ზვე­რა­ძეს დუდუ უნდა შეხ­ვდე­სო.

– კო­მენ­ტა­რებ­შიც დუ­დუს იმე­დი აქვთ?..

– ჰო ეგრე მი­თხრეს. მე აზ­რზე არა ვარ, რა ხდე­ბა, 8 წე­ლია ტე­ლე­ვი­ზო­რი არ ჩა­მირ­თავს. რომ გი­თხრათ, ჩცდ-ს ვუ­ყუ­რებ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. როცა გა­დის, მაგ დროს თე­ატ­რში ვარ. ჩემი სე­რი­ე­ბის­თვის კი შე­მივ­ლია თვა­ლი, იმი­ტომ, რომ რა­ღაც ნაკლს რომ ვი­პო­ვი, გა­მო­ვას­წო­რო.

READ  "ასეთი სახლის რემონტში ახლობელს 23 ათასი მოსთხოვეს... " - როგორ აქცია პედაგოგმა ძველი სახლი ულამაზეს ოდად

– კრი­ტი­კუ­ლი ხართ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ?

– ზედ­მე­ტად და ეს ხელს მიშ­ლის ბევრ რა­მე­ში. სულ არ მომ­წონს ჩემი თავი, ჩემი ხმა მა­ღი­ზი­ა­ნებს. ისეთ რა­მე­ებს ვამ­ჩნევ, რაც მხო­ლოდ მე ვიცი და სხვამ არა.

– ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ვინ იყო?

– არა­ვის ვბა­ძავ, ჩემი თა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. რა გა­მო­დის, უკვე აღარ ვიცი.

– ცხოვ­რე­ბა­ში ჰგავ­ხართ დუ­დუს?

– რით ვგა­ვარ, ის მომ­გვა­რე­ბე­ლია, ვი­ღა­ცებს საქ­მეს უგ­ვა­რებს, მე კი­დევ ვაგ­ვა­რებ კი არა, ნი­სი­ე­ბი მაქვს მა­ღა­ზი­ებ­ში, რაის დუდუ და მოგ­ვა­რე­ბა.

– სად იპო­ვეთ ნი­სი­ი­ა­ნი მა­ღა­ზია, სულ ყველ­გან მარ­კე­ტე­ბი გახ­სნეს.

– სად ვი­პო­ვე და, უბან­ში. ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე ცხოვ­რე­ბა ხომ გინ­და. იმ ხელ­ფასს რომ ავი­ღებ, ბანკს მი­აქვს 800 ლარი, პლუს შუქი, ინ­ტერ­ნე­ტი და მორ­ჩა, სა­დღაა შენი ხელ­ფა­სი. მა­ღა­ზია არის აგერ უბან­ში, მივ­დი­ვარ, გვაძ­ლე­ვენ და ხელ­ფას­ზე ვიხ­დი. ასე­თი ამ­ბე­ბია.

– თქვე­ნი უბა­ნი დი­დუ­ბეა? მა­მათ­ქვენ­თან, ბა­ტონ ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვილ­თან ვყო­ფილ­ვარ ინ­ტერ­ვი­უ­ზე.

– მე და ჩემი უფ­რო­სი ძმა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ვართ. მე­ო­რე ძმაც მყავს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ დი­დუ­ბე­ში, ჩვენ, ვინც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ვართ, ვო­რონ­ცოვ­ზე ვცხოვ­რობთ. “ღვი­ნის გა­ლე­რეა” რომ არის, მა­გის გად­მოღ­მა, იტა­ლი­ურ ეზო­ში. მა­მა­ჩე­მიც ამ ეზო­ში გა­ი­ზარ­და, ჩვენც აქ ვართ ძირ და ჭერ­გა­მოხ­რულ სახ­ლში, რო­მე­ლიც ნელ-ნელა ინ­გრე­ვა, სარ­და­ფი სავ­სეა წყლით და კო­ღო­ე­ბი­ვით. მო­დი­ან ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ და­ან­გრი­ონ და რა­ღაც ახა­ლი დად­გან, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბამ­დე ვერ მი­ვე­დით…

– თქვენს ეზო­საც სჭირ­დე­ბა ერთი დუდუ?

– აქ ისე­თი ამ­ბა­ვია, ერთი დუდუ ვერ ეყო­ფა.

– მა­მას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­ამ­ბეთ? რით ჰგავ­ხართ ბა­ტონ ბად­რის?

– სიმ­ღე­რის მხრივ ძმებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მე და­ვემ­სგავ­სე. მა­სა­ვით ძლი­ე­რი ხმა არა, მაგ­რამ სმე­ნა კი მაქვს. უფრო დაკ­ვრა მომ­წონს, როკი, ბლუ­ზი… თე­ატ­რში რა­საც ვმღე­რი, უფრო ესტრა­დის­კე­ნაა.

– მამა ფი­ცხი იყო?

– მა­გა­რი, სულ ჯა­ჯღა­ნებ­და, ყვი­რო­და და ჩხა­ო­და. მეც ეგე­თი ვარ, მა­გა­ში ვგა­ვარ ძა­ლი­ან. რა­ღა­ცა­ზე თუ გავ­ბრაზ­დი, უცებ ვფეთ­ქდე­ბი. ეგრე იყო ისიც, ცხო­ნე­ბუ­ლი. მე 5 წუთ­ში სა­ერ­თოდ მა­ვი­წყდე­ბა, არა­ფე­რი მრჩე­ბა გულ­ში. ამის გამო ბევრ რა­მე­ში დავ­ზა­რა­ლე­ბულ­ვარ.

READ  ეს არის ქართული გენი“ – ზაზა და ნიკა მანდენაშვილების მიერ საოცრად შესრულებული „აჭარული“ და აცეკვებული დუტა სხირტლაძე

– რას გა­რი­გებ­დათ მამა?

– მა­გის და­რი­გე­ბა გი­ნე­ბა იყო. ისე ლა­ზა­თი­ა­ნად შე­გა­გი­ნებ­და, გე­სი­ა­მოვ­ნე­ბო­და. გი­ნე­ბა­ცაა და გი­ნე­ბაც, ზოგი ისე იგი­ნე­ბა, გულს აგი­რევს.

– მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­დით?

– მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. ბავ­შვო­ბა­ში ვამ­ბობ­დი, რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­და-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს უფრო ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო. მერე, ინ­სტი­ტუ­ტის პე­რი­ო­დი რომ და­მიდ­გა, მაგ დროს გი­ტა­რა მე­ჭი­რა ხელ­ში, თავი ლე­ნო­ნი მე­გო­ნა. “ბი­ჭე­ბი” ერ­ქვა ჩვენს ჯგუფს, “ბითლზის” ინ­სპი­რა­ცი­ით რა­ღაც სიმ­ღე­რებს ვწერ­დით. არც ვგეგ­მავ­დი არ­სად ჩა­ბა­რე­ბას. მერე მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა, მუს­კო­მე­დი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­იხ­სნა კი­დევ ერთი ფა­კულ­ტე­ტი, სა­ესტრა­დო, და 2 ად­გი­ლია სულ, მიდი, ჩა­ა­ბა­რე, მა­ინც ტყუ­ი­ლად და­ყი­ა­ლებ ქუჩა-ქუჩა და შენი ჯგუ­ფით, დიპ­ლო­მი რომ გექ­ნე­ბა, უფ­ლე­ბას მოგ­ცე­მენ, რაც გინ­და ის აკე­თოო. ჩა­ვა­ბა­რე…

– მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში მა­მის გავ­ლე­ნით მიხ­ვე­დით?

– არა. თე­ატ­რა­ლუ­რი­დან მთე­ლი ჯგუ­ფი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს. ეს 90-იანი წლე­ბია. თენ­გიზ ჩანტლა­ძე უკვე აღარ იყო ცო­ცხა­ლი. ჩვენ იქ ყოფ­ნი­სას დი­რექ­ტო­რად მი­რი­ან ჭი­ლა­ძე და­ნიშ­ნეს, ძა­ლი­ან კარ­გი კაცი. ადრე, აკა­კი ვა­სა­ძის დროს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად იყო ნა­მუ­შე­ვა­რი. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თე­ატ­რის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. დავ­დგით ერთი სპექ­ტაკ­ლი, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი მობ­რძან­და პრე­მი­ე­რა­ზე ფრა­კით. მა­შინ პირ­ვე­ლი კაცი იყო…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი