ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო“ – გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი...

„სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო“ – გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტი

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი, ირაკლი მაჩაიძე სწავლას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University – CEU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს და წერს, რომ ირაკლი მაჩაიძემ უნივერსიტეტისგან 2-წლიან პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია მიიღო.

„მისი სწავლისა და კვლევის მიმართულება საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტები იქნება.

ირაკლი სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) მის მიერ შერჩეული პროგრამა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ავსტრიაში ყველაზე რეიტინგულია, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ირაკლი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო-ატლანტიკური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია“, – წერია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „კართან მოდგა შემოდგომა“ - ნინო ჩხეიძის და ლაშა რამიშვილის არაჩვეულებრივი შესრულება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი