კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარისკოლებისისხლიანი დაპირისპირება გორის სკოლის მოსწავლეებს შორის – „უნდა გვიშველოს ვინმემ, აქ ქუჩური...

სისხლიანი დაპირისპირება გორის სკოლის მოსწავლეებს შორის – „უნდა გვიშველოს ვინმემ, აქ ქუჩური მენტალიტეტის მოსწავლეები სწავლობენ“

“ჩემს თვალწინ დაასისხლიანეს ბავშვი! ღმერთო, ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა, იმხელა დაარტყეს, რომ ცხვირი გაუტეხეს“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გორის მეათე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც დღეს, 15 თებერვალს, მოსწავლეებს შორის სკოლის შიდა ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო.

თვითმხილველის თქმით, თანასკოლელს იმის გამო სცემეს, რომ სკოლაში ქუჩური მენტალიტეტის არსებობის შესახებ ხმამაღლა მოყოლა გადაწყვიტა.

“იმიტომ სცემეს, რომ ამ ბიჭს ხშირად აბულინგებენ, სცემენ და დასცინიან. სკოლაში ქუჩური მენტალიტეტია. ამ ყველაფრისგან დაღლილმა ამაზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ სცემეს. გინება, ყვირილი, ჩხუბი და ერთმანეთის ცემა აქ ყოველდღიურად ხდება. არავის აღარ უნდა ამ სკოლაში სიარული. ქუჩური მენტალიტეტის მოსწავლეები სწავლობენ. უნდა გვიშველოს ვინმემ”, – აცხადებს მოსწავლე.

გორის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება დღეს დილით მოხდა. ნაცემია მეცხრეკლასელი ბიჭი, რომელსაც დაზიანებები თანასკოლელმა სახის არეში მიაყენა. როგორც მოსწავლეებისგან ვიგებთ, ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.

“ამ სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს თითქმის ყოველდღიურად სცემენ. იმიტომ, რომ ერთმანეთს ხშირად აგინებენ, აბულინგებენ და დასცინიან. ეს ხდება სკოლის შიგნითაც და გარეთაც. ეს ყველაფერი სკოლის დირექტორმაც და მასწავლებლებმაც იციან, თუმცა არაფერს აკეთებენ და ფაქტებს მალავენ“, – ამბობს სკოლის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

“სასწრაფო და პოლიცია იყო მოსული. ექიმებმა ნაცემ ბიჭს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე. საშინელება იყო. ძალიან შემეცოდა, სისხლი სახიდან სდიოდა“ – თქვა კიდევ ერთმა ამავე სკოლის მოსწავლემ.

მეათე საჯარო სკოლა არაა ერთადერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება. ბოლო პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი ასე გვპასუხობენ: “სკოლაა, ბავშვები არიან და იჩხუბებენ, აბა, რას იზამენ. ეგრე ჩემი შვილებიც ჩხუბობენ“, – აცხადებს გორის რესურცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია მოსწავლეთა მშობლებისთვის. მათი თქმით, აუცილებელია, რესურსცენტრმა და სკოლების ადმინისტრაციებმა მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენონ.

READ  სკოლების, ბაზრების, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების შესასვლელში ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდა

მათივე თქმით, სკოლებში დღეს განუკითხაობაა და ამაზე პასუხისმგებლობას ყველა თავიდან იცილებს.

“საგანმანათლებლო რესურცენტრი რას აკეთებს, როცა სკოლებში ბავშვებს სცემენ? ან სკოლის დირექტორები? აშკარად იკვეთება ყველა მათგანის უპასუხისმგებლობა, რადგან სულ გვესმის, რომ ბავშვები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და იმაზე არავინ საუბრობს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა“ – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომხდარი ინციდენტების ნაწილზე პოლიციას მოკვლევა აქვს დაწყებული. ხოლო რაც შეეხება მეათე სკოლის დღევანდელ ინციდენტს, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.