ბაიარ შაჰინის შვილები 6 მარტს საქართველოში კონცერტს გამართავენ

ნინო ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა

ცნობილი მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის შვილები, თბილისში კონცერტს გამართავენ. ტრიო „სამი და“ , 6 მარტს, ზუსტად ერთი დღით ჩამოდის საქართველოში და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონცერტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გამართავს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ტრიო „სამი და“ 2016 წელს შეიქმნა. წევრები არიან: იუდუმ, დამილა და თამარა შაჰინები. ქართული პოლიფონიით გაჯერებულ რეპერტუარში აქვთ ქართული, ლაზური, მეგრული და თურქული სიმღერები. ასევე განსხვავებული ინტერპრეტაციით ასრულებენ სხვა ხალხების მუსიკას.

კონცერტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

გაუზიარეთ ეს სტატია
სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სპეციალისტი. ჟურნალისტი, რომელიც წერს ბავშვთა განვითარების, ოჯახისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის