ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიები"სანამ მე არ დამითანხმა, ცოლად გავყოლოდი, ამ სახლის მშენებლობას გულს ვერ უდებდა......

“სანამ მე არ დამითანხმა, ცოლად გავყოლოდი, ამ სახლის მშენებლობას გულს ვერ უდებდა… ყველაფერი უნდა მოვასწრო, რომ შენ არ გაწვალდეო, ჩემი დედოფალი ხარო” – საოცარი ისტორია სახლზე

საძირკველი ჩასხმული ჰქონდა, როცა ამ სახლში მომიყვანა, ქალაქში მუშაობდა და ფულიც ჰქონდა, ჯანიც, მეგობრებიც, საშენმასალაც, მაგრამ სანამ მე არ დამითანხმა ცოლად გავყოლოდი, სახლის მშენებლობას გულს ვერ უდებდა, მერე დაიწყო და წამოვიდა და წამოვიდა კედლები… როცა გამზაედბულ კერძს გადმოვუტანდი დედამთილის სახლიდან, მუშებს დასვამდა, დაიწყეთ და მოვალ ეხლავეო, მომკიდებდა ხელს, ამიყვანდა ხის კიბით, ოთახებს შემომატარებდა და მეკითხებოდა მოგწონსო? აქ დავდგათ საწოლი თუ იმ კუთხეშიო, სამზარეულოს ფანჯარა პატარა ხოარარიო, გინდა აქ აივანს მოვაშენებო, ბუხარი დაბალზე ხომ არააო… თვალები ისე უბრწყინავდა, აი, წიგნებში წაკითხულს

რეალურად ვხედავდი, ვარსკვლავები უკიაფებდა თვალებში… მალე ააშენა, ეჩქარებოდა საკუთარ სახლში გადასვლა, სანამ ბავშვი გაჩნდება, ყველაფერი უნდა მოვასწროო, რომ მერე შენ არ გაწვალდეო, ჩემი დედოფალი ხარო, დედოფალივით უნდა გაცხოვროო, რასაც მოისურვებ ყველაფერს შეგისრულებო… ასეც იყო. სამი შვილი გავუჩინე, სამივე სახლში, გვერდიდან არ მშორდებოდა, ბებიაქალები გარეთ აგდებდნენ, ის კიდევ ხელს არ მიშვებდა და ტიროდა, სანამ ბავშვი დაიბადებოდა, შიშით ჰქონდა სავსე თვალები, ბავშვი რომ ტირილს დაიწყებდა, მერე ტიროდა და თან იცინოდა, ხელზე მკოცნიდა ხოლმე, მადლობაო, მეტყოდა და გადიოდა… ბავშვები რომ წამოვიდნენ ქალაქში, ერთი, მეორე, მესამე და მარტოები დავრჩით ჩვენს სახლში, მეგონა ახლიდან ვიპოვეთ ერთმანეთი, უკვე ისეთ ასაკში ვიყავით, რცხვენოდა, არავინ დამინახოსო და ღამით გადიოდა სახლის უკან მინდვრებში, ყვავილებს დამიკრეფდა და დილით რომ ვიღვიძებდი, საწოლთან მხვდებოდა მინდვრის ყვავილები, ასე გავლიეთ ჩვენი კუთვნილი ბედნიერება…

იმ დაწყევლილი ზამთრის დილას, თოვლი რომ მოვიდა, წესისამებრ ადგა და შეშის ღუმელი ააგიზგიზა, მერე გარეთ გავიდა, მე ჯერ ვიწექი და ფანჯიდან შემოსული უჩვეულო სითეთრით ვხვდებოდი, რომ თოვლი მოსულიყო, შემოვიდა, იცინოდა, ხელები უკან შემოეწყო ზურგზე, იცი გარეთ რახდებაო? ვითომ ვერ ვხვდებოდი, რახდება მითხარი მეთქი და გამომიწოდა ხელისგულებზე გუნდებით აწყობილი პატარა კაცუნა, ხელფეხი ფიჩხის ქონდა და ზურგზე ბუმბული ქონდა ორი ცალი დამაგრებული, სხვენზე მტრედები გვყავდა და იმათი ბუმბული აუკრეფია აივნიდან, მართლა გავდა ზღაპრის ილუსტრაციად დახატულ ანგელოზს, აიო, შენი ანგელოზი გყავსო, შენთვის ჩამოფრინდაო ციდანო, ხელისგულებში ჩამიდო, დაიხარა, მაკოცა და გამიღიმა, თვალებში რო შევხედე ის ვარსკვლავები დავინახე ისევ და იმ წუთას ვიგრენი, რომ ისე ძალიან მიყვარდა, როგორც არასდროს…. თოვლის გადმოსაყრელად ავიდა სახურავზე,… ცოტახანს მესმოდა სახურავიდან ხმა, მერე ყველაფერი გაჩუმდა… თოვლზე ისე იწვა, თავთან დამდგარი სისხლის გუბე რომ არა, ვერც კი იფიქრებდით, რომ მკვდარი იყო, იმ წუთიდან მთელი სოფელი ჩემზე ამბობს, რომ გავგიჟდი, არავის სჯერა რომ ჩემთანაა და მართლა მას ველაპარაკები, არადა გარდაცვალების დღეს ნაჩუქარ თოვლის ანგელოზს ჰგავს ის სული, მე რომ დამყვება და ჩემი ქმრის ხმით მელაპარაკება, სულ ჩემთანაა, არ მტოვებს, დღეს შვილებმა გადაწვიტეს რომ აქედან წამიყვანონ, საშიშია აქ ცხოვრებაო, მარტო ხარო, სახლი ინგრევაო, ძალით მივყავარ ქალაქში, ის კი აქ რჩება, ციდან ჩემთვის ჩამოფრენილი ანგელოზი აქ რჩება, ამ სახლში…
მაია ფელიშვილი
ფოტო Kato Makharashvili
#ფელო
წყარო

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ,,დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება, მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა…დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო” – რას იხსენებს ალექსანდრე ზაზარაშვილი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.