პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარისკოლები„ფაქტია, რომ სკოლაში კვების საკითხი აუცილებლად და გადაუდებლად დასალაგებელია“

„ფაქტია, რომ სკოლაში კვების საკითხი აუცილებლად და გადაუდებლად დასალაგებელია“

ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ “კატეგორიულად ეთანხმება უფასო კვებას სკოლაში”, რადგან ბავშვობის ასაკში საჭირო საკვები ნივთიერებების მიღების პროცესის დარღვევა ცუდ შედეგებს მოგვიანებით მოგვიტანს – განვითარებას შეუშლის ხელს.

საკუთარი არგუმენტებით მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა და სკოლაში უფასო კვების დანერგვის საკითხზე არსებულ კონტრარგუმენტებსაც გამოეხმაურა.

“გასაგები და ძალიან მარტივია, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებმა განათლება უნდა მიიღონ და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა. მაგრამ, ზოგადად ვერ ვხვდები, ვინ დაობს, რომ მასწავლებლებს მაღალი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ და სკოლაში ინფრასტრუქტურა განვითარებული უნდა იყოს? ეს ორი საკითხი ერთმანეთს საერთოდ არ უშლის ხელს და კვების საკითხი რომ აუცილებლად დასალაგებელია გადაუდებლად, ესეც ფაქტია. დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვების ჯანმრთელობა სრულად დამოკიდებულია კვების რაციონზე. მერე ჩვენ რაც არ უნდა განვავითაროთ მათი განათლების სისტემა, მოვაწესრიგოთ მერხების ხარისხი და ა.შ, თუ ბავშვი ბავშვობის ასაკში ანუტრიციის მსხვერპლია, ანუ ვერ იღებს ნორმალურ მიკროელემენტებს და საკვებ ნივთიერებებს, ის ვერ განვითარდება და შემდეგ ეს დაღი მას მთელი ცხოვრება ზრდა-განვითარებასა და ინტელექტის ჩამოყალიბებაში დააჩნდება, ეს ნამდვილად ასეა”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადაცემაში ჩართვისას.

მისივე თქმით, თუ საკითხს ინფექციონისტის ჭრილში განვიხილავთ და ბავშვების ინფექციური დაავადებების მიმართ მიდრეკილებას შევხედავთ, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ბავშვების ამგვარი დაავადებები სწორედ მათი არასწორი ან არასრულყოფილი კვების ბრალია.

“ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადაუდებლად მოსაწესრიგებელი საკითხი, ეს არის კეთილი ნება, რომ ბავშვებს სკოლაში აჭამო. რა თქმა უნდა, არსებობს და დიდი პრობლემაა ასევე სკოლაში სველი წერტილების, კანალიზაციის საკითხი, ხელების დაბანის პრობლემა და საერთოდ არ მგონია, რომ დიდ თანხებზე შეიძლება იყოს აქ საუბარი, მოგვარება შეიძლება”, – აღნიშნა სპეციალისტმა.

მაია ბუწაშვილი ასევე შეეხო საკითხს, რით უნდა იკვებებოდეს მოსწავლე და რა საგანმანათლებლო გამოწვევებია ამ კუთხით საზოგადოებაში:

“გარდა იმისა, რომ ოჯახების დიდი ნაწილი ხელმოკლეა და შვილებს სათანადო კვებით ვერ უზრუნველყოფს, ჩვენთან მეორე პრობლემაც არის – ოჯახებს ბავშვების კვებაზე არასწორი შეხედულება აქვთ. სანამ ჩვენ აღვზრდით თაობას, სადაც გვეგონა, რომ ჩაი, კარაქიანი პური, თაფლი და მსგავსი რაღაცები აუცილებელია ბავშვისთვის… ჩვენ ვერ შევცვლით ამ მენტალიტეტს და ამიტომ, თუნდაც დღეში ერთხელ ბავშვმა ნორმალური რაციონით, სტანდარტიზებული საკვები რომ მიიღოს, ეს აუცილებელია მისი განვითარებისთვის. თუნდაც, მაგალითად, დასაწყისისთვის დაწყებით კლასებში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია კვება – პირველიდან მეოთხე კლასამდე. უამრავი ქვეყანა ამას აკეთებს, ეს რაციონები დადგენილია და უამრავი კვლევით დადასტურებული, ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ გადმოვიღოთ და დავნერგოთ ეს სისტემა”.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები, ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი

ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები, ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი

ნოემბერი 29, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

3 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

ნოემბერი 29, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
დაუვიწყარი მოგზაურობა მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ზამთარში

დაუვიწყარი მოგზაურობა მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ზამთარში

29 ნოემბერი 2024
თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

ნოემბერი 29, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი