პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე…“ – ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე

„მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე…“ – ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილ ძმაზე

რამდენიმე წუთის წინ, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სამწუხარო ინფორმაცია გაგვიზიარა. ამერიკაში, ავტომობილში მისი  ძმის ცხედარი იპოვეს. ნუცამ ძმასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა

დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი… თითქოს, ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს, რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის, ბავშვობიდან, როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას, რომ ფაქტობრივად, დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა, რატომ, მე თვითონაც ვერ ვხვდები…

ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი, რასაც დღეს ვგრძნობ, არ გამინელდება არასდროს! დათო, შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე, გთხოვ, მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ,“ – წერს ნუცა ბუზალაძე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „მღვდელს ხელ-ფეხი რკინის დიდი ბორკილებით ჰქონდა გადაჯაჭვული...“ - სასწაული, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში მოხდა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი