ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი...

რატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი მარაგი

„განკითხვის დღისთვის მომზადება“ მდიდარი ადამიანების ერთგვარ ჰობად განიხილებოდა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს პარანოიაშიც კი გადაეზარდა, მაგრამ ჩვეულებრივმა ამერიკელებმა, 2022 წლის აპრილიდან, 2023 წლის აპრილამდე, პირველადი მოხმარების და გადასარჩენი ნივთების შესაძენად 11 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედი გრძნობს საფრთხის მოახლოებას, რომლის მოსამზადებლადაც მათ საკმაოდ ცოტა რესურსი აქვთ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები კი ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობასა და კერძო კუნძულების შეძენისთვის.

გასული წლის ბოლოს გაირკვა ისიც, რომ მარკ ცუკერბერგმა 51 მილიონ დოლარად იყიდა 2000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ბუნკერის მოწყობას გეგმავს.

2022 წელს კი, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე, ადგილობრივმა სათემო საბჭომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ერთ-ერთ მილიარდერს, რომელსაც სურდა, რომ ისტორიულად დაცული ტბის, ვანაკას გვერდით საკმაოდ დიდი მოცულობის ბუნკერი გაეჭრა, რადგან ეს ქმედება, არსებითად დააკარგვინებდა ბუნებრივ ლანდშაფტს მის ხელშეუხებელ მომხიბვლელობასა და ბუნებრივობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ზელანდია დიდი პოპულარობით სარგებლობს მილიარდერთა წრეში.

რუსეთსა და უკრაინის ომმა ღრმა შიში გააჩინა სამყაროს დასასრულის შესახებ, ვინაიდან კრემლის ყველა განცხადებაში შეიმჩნევა ფარული მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ეს შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა ისრაელ-პალესტინის ომის დაწყების შემდეგ.

შეშფოთება ყველაზე მეტად Gen-Z-ის თაობაში გამოიხატება. 1997 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები ყველაზე მეტად ემზადებიან კატასტროფისთვის. Finder-ის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 40%-მა განაცხადა, რომ მათ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხები დახარჯეს სხვადასხვა გაჯეტების, თუ პროდუქტების შეძენისთვის.

PayPal-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა რეიდ ჰოფმანმა The NewYorker-ს განუცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ჩუმად ცდილობენ, რომ ახალ ზელანდიაში რაც შეიძლება მეტი ტერიტორია შეიძინონ. მეტიც, ჰოფმანის თქმით, ახალ ზელანდიაში სახლის ყიდვა ერთგვარი ეტიკეტია, რომელიც თვალის ჩაკვრასა და გაჩუმებას ნიშნავს.

„ამაზონის დამფუძნებელმა“, ჯეფ ბეზოსმა, ინდიან კრიკზე არა ერთი, არამედ ორი კერძო საკუთრება, სულ რაღაც 150 მილიონ დოლარად შეიძინა.

ახლა კი წარმოგიდგენთ Daily Mail-ის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც მოიცავს ისეთი საბუნკერო მარაგის შექმნას, რომლითაც ოთხსულიანი ოჯახი (ორი ზრდასრული და ორი ბავშვი) გადარჩება:

  • წყლის მომარაგება, მინიმუმ 3 ლიტრი თითო ადამიანზე, სულ 300 ლიტრამდე;
  • არაფუჭებადი საკვები, მაგალითად საკონსერვებული ბოსტნეული, ხილი, ლობიო, ხორცი, ასევე მშრალი საკვები ბრინჯის, მაკარონისა და მარცვლეულის სახით, დეჰიდრატირებული საკვები და ენერგიის მომცემი საკვები თხილის სახით;
  • ბავშვებისთვის აუცილებელი საკვები
  • პირველადი დახმარების ნაკრები, აუცილებელ მედიკამენტებთან ერთად;
  • ჰიგიენური საშუალებები – კბილის პასტა, ჯაგრისი, საპონი, შამპუნი, ქალის ჰიგიენის საშუალებები და ტუალეტის ქაღალდი;
  • სამზარეულოსთვის განკუთვნილი ჭურჭელი;
  • განათება, ბატარეით მომუშავე, ან ხელით მომუშავე ფანრები, დამატებითი ფანრები მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენები და პორტატული რადიო, ახალი ამბების განახლებისთვის;
  • ტანსაცმელი და თეთრეული, ამინდის შესაბამისი ტანისამოსი, მყარი ფეხსაცმელი, საბნები და საძილე ტომრები;
  • გასართობი და კომფორტისთვის განკუთვნილი ნივთები, წიგნები, თამაშები, ბარათები, რომლებიც სტრესის შემცირებასა და მართვაში დაგეხმარებათ;
  • აუცილებელი ინსტრუმენტები, წებოვანი ლენტი, მაკრატელი, სასტვენი, ცეცხლმაქრი;
  • საკომუნიკაციო მოწყობილობები, ბატარეით მომუშავე, ან ხელით მომუშავე რადიო, სატელიტური ტელეფონი;
  • მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სადაზღვეო პოლისები, სამედიცინო ჩანაწერები;
  • სანიტარული მოწყობილობები, იგივე ნაგვის ტომრები, სადეზინფექციო საშუალებები და ზოგ შემთხვევაში, თუ ბუნკერს არ აქვს სანიტარული საშუალებები, პორტატული ტუალეტიც.

გახსოვდეთ, რომ თითოეული ოჯახის საჭიროებები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ამიტომ ეს სია თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებს მოარგეთ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

12 March, 2025
“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

მარტი 12, 2025
“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

12 მარტი 2025
5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 12, 2025
როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

მარტი 12, 2025
„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

მარტი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს

მარტი 12, 2025
ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

მარტი 12, 2025
რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

12 მარტი 2025
პირველი აპრილიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი მიიღებს

პირველი აპრილიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი მიიღებს

მარტი 12, 2025
თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia

თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა – Colliers Georgia

მარტი 12, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი