შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგამოცდებიემოციური ფონი, დაძაბულობა - რას ურჩევს ფსიქოლოგი აბიტურიენტებს იმ შემთხვევაში, თუ სტრესის...

ემოციური ფონი, დაძაბულობა – რას ურჩევს ფსიქოლოგი აბიტურიენტებს იმ შემთხვევაში, თუ სტრესის დონე მაღლა იწევს

ერთიანი ეროვნული გამოცდების დადგომასთან ერთად, აბიტურიენტებში სტრესის, ემოციებისა და დაძაბულობის ხარისხი მატულობს. ფსიქოლოგი, მეგი საჯაია ემოციური ფონის მიზეზებზე საუბრობს და ყურადღებას საგამოცდო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს.

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, “შუადღეში”, განსაკუთრებით ყურადღებას საგამოცდო პერიოდში არსებულ ემოციურ მდგომარეობაზე ამახვილებს. როგორც მეგი საჯაია ამბობს, აბიტურიენტების შემთხვევაში, დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, იცვლება მათი ცხოვრების წესი, რაც შემდგომ მათში სტრესის დონის მატებას იწვევს.

“გრძელდება დაძაბულობა დიდი ხნის განმავლობაში. აბიტურიენტების ცხოვრება იცვლება, მუდმივად უწევთ მჯდომარე პოზიციაში ყოფნა, დაძაბულად ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში, კონცენტრირება, მეცადინეობა, ერევათ კვების რეჟიმი, ძილის რეჟიმი. ჯანსაღიო ცხოვრების წესი ერღვევათ და ასევე დგებიან მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე, რომელსაც ცხოვრების შემდეგ საფეხურზე გადაჰყავთ. ასევე, მათ მიმართ არსებობს მოლოდინები,” – ამბობს მეგი საჯაია.

სტრესის ხარისხის მაღლა აწევის შემთხვევაში, ფსიქოლოგი რამდენიმე გამოსავალზე საუბრობს, მათ შორის არის ცხოვრების რიტმის შეცვლა, დასვენება, თუმცა, თუკი ეს შედეგს არ გამოიღებს, მისი თქმით, სპეციალისტის ჩარევა რეკომენდებულია.

“ისიც უნდა ითქვას, რომ სტრესი მცირე დოზით აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ასრულებს თავდაცვის ფუნქციას. თუმცა, როგორც კი ხდება სტრესის დონის მაღლა აწევა, პირველ ეტაპზე, თუ არ გვშველის გასაუბრება მეგობართან, შესვენება, ცხოვრების რიტმის შეცვლა და ა.შ. უნდა მივმართოთ სპეციალისტს.” – აღნიშნა მეგი საჯაიამ.

კითხვაზე – შეიძლება თუ არა ვიზუალიზაცია ან წინასწარ საკუთარი თავის შემზადება, ფსიქოლოგი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდი, რიგ შემთხვევაში, საფრთხილოა.

“ძალიან საფრთხილოა ის მომენტი, რომ თუ სტრესის დონე და ემოცია არის მაღალი, შესაძლოა, პირიქით დაგვაზიანოს. ამიტომ, ცოტა საფრთხილოა იმის წარმოდგენა, რომ თავს ვაყენებ ემოციურად საშიშ მდგომარეობაში. მზად უნდა ვიყოთ. თუმცა, თუ ძალიან მაღალი არ არის სტრესი და ისეთი, რომ გული აჩქარებული მაქვს, ცუდად ვხდები და თან გამოცდილი მაქვს, რომ წარმოსახვა ხშირად მეხმარება სხვა შემთხვევაში, ამ შემთხვევაში, კი ბატონო,” – აღნიშნავს მეგი საჯაია.

წყარო: rustavi2

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი