შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, უფრო მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა, რითაც საქართველომ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების საერთო საქმეში, თუმცა, ამასთანავე, გადაურჩა კიდევ ერთ დიდ უბედურებას – ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ ქართულ მიწაზე, რისი დიდი ალბათობაც არსებობდა. ჰიტლერს სტრატეგიული შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩრდილო-კავკასიისა და სტალინგრადის ნაცვლად, სამხრეთ კავკასია და დასავლეთი საქართველო რომ აერჩია.

1-h1-1715160327-1720252509.jpg

მართალია, აფხაზეთისა და სვანეთის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველო გადაურჩა ჰიტლერის საჰაერო არმადის – ლიუფტვაფეს “ხალიჩისებურ” დაბომბვას, რომელმაც ნანგრევებად აქცია სტალინგრადი თუ ლენინგრადი.

მეორე მსოფლიო ომის ოთხი წლის განმავლობაში ლიუფტვაფემ საქართველოს ტერიტორიაზე ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ბომბები თუ ჩამოყარა და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ შეეძლო ან ჰიტლერმა ქართველები დაგვინდო. საქმე ის იყო, რომ გერმანელი პილოტებისთვის ასეთი დავალება არ მიუციათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლიუფტვაფე მაინც ემზადებოდა სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე – თბილისში…

2-h1-1715160474-1720252563.jpg

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი