პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაბავშვი რომ ჯანმრთელი იყოს, დღეში 15-20-ჯერ მაინც უნდა გაიცინოს

ბავშვი რომ ჯანმრთელი იყოს, დღეში 15-20-ჯერ მაინც უნდა გაიცინოს

ბრი­ტა­ნელ­მა პე­დი­ატ­რებ­მა და­ად­გი­ნეს: ბავ­შვი რომ ჯან­მრთე­ლი იყოს, დღე­ში 15-20-ჯერ მა­ინც უნდა გა­ი­ცი­ნოს (სა­ერ­თო ჯამ­ში არა­უ­მე­ტეს 10 წუ­თი­სა). სი­ცი­ლი გა­ცი­ვე­ბის, გას­ტრი­ტი­სა და შეკ­რუ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

რო­დე­საც პა­ტა­რა იცი­ნის, მოძ­რა­ობს ბევ­რად მეტი კუნ­თი, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ­ჯი­შის დროს. აქ­ტი­უ­რად მო­მუ­შა­ვე დი­აფ­რაგ­მა მა­საჟს უკე­თებს ფილ­ტვებ­სა და მუც­ლის ღრუს, მაგ­რამ მხო­ლოდ მა­შინ, თუ ბავ­შვი ფარ­თოდ გა­ღე­ბუ­ლი პი­რით ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვამს ბგე­რებს: “ჰა-ჰა-ჰა!” სწო­რედ ამ ვარ­ჯიშს იყე­ნე­ბენ იო­გე­ბი სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბის­თვის.

პირ­მო­კუ­მულ სი­ცილს ან ჩუმ ხი­თხითს არა­ვი­თა­რი სარ­გებ­ლო­ბა არ მო­აქვს, პი­რი­ქით, სუნ­თქვა არა­რიტ­მუ­ლია, ფილ­ტვე­ბი არ სუფ­თავ­დე­ბა და ორ­გა­ნიზ­მი გა­ნიც­დის ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას.

პე­დი­ატ­რე­ბი გვირ­ჩე­ვენ, არ შთა­ა­გო­ნოთ პა­ტა­რას, რომ ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლი უკულ­ტუ­რო­ბაა. დათ­რგუნ­ვი­ლი სი­ცი­ლი, ისე რო­გორც შე­კა­ვე­ბუ­ლი ცრემ­ლი – არის ნელი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს “აფეთ­ქდეს” – რაც გა­მოვ­ლინ­დე­ბა ე.წ. ფსი­ქო­სო­მა­ტურ და­ა­ვა­დე­ბებ­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გას­ტრი­ტის, ვე­გე­ტო­სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი დის­ტო­ნი­ის, ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმის სა­ხით.

ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი ყო­ველ­თვის იღი­მის, მხი­ა­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნია. ხოლო ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს პა­ტა­რა და­ღო­ნე­ბუ­ლია, მოშ­ვე­ბუ­ლი, თვა­ლე­ბი ნაღ­ვლი­ა­ნი აქვს.

ბავ­შვის ნე­ი­რო­ი­მუ­ნო­ლო­გი­ის (შე­ის­წავ­ლის ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე ემო­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბას) ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი ბიტ­მა­ნი გა­ცი­ვე­ბულ, ჩუ­ტყვა­ვი­ლით, ყბა­ყუ­რით და წი­თე­ლა­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის მშობ­ლებს ავა­ლებ­და, წა­ე­კი­თხათ პა­ტა­რე­ბის­თვის მხი­ა­რუ­ლი ზღაპ­რე­ბი, ამ­ბე­ბი, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ სა­სა­ცი­ლო მულ­ტფილ­მე­ბი. სი­ცი­ლის თე­რა­პი­ამ­დე და მას შემ­დე­გაც ბიტ­მა­ნი ატა­რებ­და სის­ხლის სპე­ცი­ა­ლურ კვლე­ვას: ანა­ლი­ზი უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და!

ასე­ვე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებ­და სი­ცი­ლის თე­რა­პია კა­ნის ალერ­გი­უ­ლი (დი­ა­თე­ზი, ჭინჭრის ცი­ე­ბა) და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე – კვლე­ვებს ატა­რებ­დნენ ია­პო­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მოვ­ლე­ნას ასე ხსნი­ან, რომ კანი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ჩა­ნა­სა­ხი­დან­ვე ერ­თდრო­უ­ლად ვი­თარ­დე­ბა და მათ შო­რის ეს მჭიდ­რო კავ­ში­რი და­ცუ­ლია მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე­ულ ასაკ­ში).

შვე­დე­თის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სში ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფორ­მაა – სი­ცი­ლის თე­რა­პია; არა მარ­ტო მშობ­ლე­ბი, არა­მედ მედ­პერ­სო­ნა­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, გა­არ­თონ პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­სა­ცი­ლო თო­ჯი­ნე­ბი­თა და ატ­რი­ბუ­ტე­ბით (აც­ვი­ათ კლო­უ­ნის ტან­საც­მე­ლი).

ბელ­გი­ე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, სი­ცი­ლის თე­რა­პია უმა­დო ბავ­შვებს მა­დას მა­ტებ­სო.

პე­დი­ატ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებს სი­ცი­ლის თე­რა­პი­ას ში­ნაც ურ­ჩე­ვენ, მკაც­რად აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ბავ­შვე­ბი ღი­ტი­ნით კი არ გა­ა­ცი­ნონ, არა­მედ თა­მა­შით, სა­სა­ცი­ლო სა­თა­მა­შო­ე­ბით, მულ­ტფილ­მე­ბი­თა და ცირ­კში სტუმ­რო­ბით და ა.შ.

მშობ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ:

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ისე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი წამ­ლის მი­ღე­ბი­სას დო­ზის და­უც­ვე­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს პა­ტა­რის ჯან­მრთე­ლო­ბას, ასე­ვე მავ­ნე­ბე­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი და ხან­გრძლი­ვი სი­ცი­ლი, მხი­ა­რუ­ლე­ბა. ბავ­შვი 10-15 წუთ­ზე მეტ­ხანს თუ იცი­ნის, იღ­ლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა და­ე­ცეს კი­დეც. რად­გან ხან­გრძლი­ვი სი­ცი­ლის დროს აქ­ტი­უ­რად იწ­ვის კა­ლო­რი­ე­ბი და უძ­ლურ­დე­ბა ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­ზერ­ვი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი