Amazon-მა ფენტეზი-სერიალის „დროის ბორბლის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო – შოუს მესამე სეზონის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
Deadline-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მაღალბიუჯეტიანმა სერიალმა ფინანსური თვალსაზრისით მოლოდინები არ გაამართლა. თუმცა შოუმ კრიტიკოსებისა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგალითად, მესამე სეზონის რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე 97%-ს შეადგენს.
შოუ რობერტ ჯორდანის ამავე სახელწოდების რომანების ციკლზე იყო დაფუძნებული. სიუჟეტი პატარა სოფლის ბინადარ ახალგაზრდებზე მოგვითხრობს, რომლებიც ბნელ ძალებს უპირისპირდებიან. ციკლი 14 წიგნისგან შედგება, რომლებშიც 2 782 პერსონაჟი ფიგურირებს. პრემიერა 2021 წელს შედგა. მთავარ როლებს შოუში როზამუნდ პაიკი და ჯოშა სტრადოვსკი ასრულებდნენ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი განათლება. (2026). Amazon-მა სერიალი „დროის ბორბალი“ დახურა. 30 აგვისტო, 2026. https://sheniganatleba.ge/amazon-მა-სერიალი-დროის-ბორბალ/
