შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ჯანმრთელობაგრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს - კვლევა

გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა

უახლესი კვლევის თანახმად, ზოგიერთ ადამიანში გრამატიკულად გაუმართავი წინადადებების მოსმენა ფიზიოლოგიურ სტრესს იწვევს. ალბათ, თავადაც არაერთხელ მოგშლიათ ნერვები დამახინჯებულ საუბარზე, მაგრამ მეცნიერები უბრალო გაღიზიანებას ცდებიან და რეალურ სტრესზე საუბრობენ…

კერძოდ, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 41 ცდის პირზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც საუბრის 40 ნიმუში გამოიყენეს. მათი ნახევარი გრამატიკული შეცდომებით იყო გაჟღენთილი, რათა მონაწილეებში დამოკიდებულების ცვლილება ზუსტად გაეზომათ. ამასთან, ცდის პირები სპეციალურ მონიტორთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც გულისცემის ცვალებადობას (HRV) აკონტროლებდა.

როდესაც ადამიანი მოდუნებულია, მისი HRV ცვალებადია. ხოლო სტრესის დროს ის რეგულარულია, სტაბილური ინტერვალები ახასიათებს. ამის გათვალისწინებით დადგინდა, რომ სუბიექტები ფიზიკურ სტრესს განიცდიდნენ გრამატიკული დარღვევების მოსმენისას – ეს მათ არა მხოლოდ ინტერპერსონალურად, არამედ ფიზიოლოგიურადაც აწუხებდათ.

„კვლევის შედეგებმა აშკარა კავშირი გამოკვეთა ფიზიოლოგიასა და შემეცნებას შორის. კოგნიტიური ძალისხმევა ფიზიოლოგიურ სისტემაში იმაზე მეტად მოქმედებს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ“, – განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი და წამყვანი ავტორი დაგმარ დივჯაკი.

მკვლევრების თქმით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსგავსი ექსპერიმენტი შემეცნების ასპექტების ახალი მეთოდების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი