პროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ – სპეციალისტის რეკომენდაცია

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ზამთარში ჩვენი ჯანმრთელობა გარკვეულ რისკს ექვემდებარება, მზის შუქის და შესაბამისად, ვიტამინების დეფიციტის გამო. ერთ-ერთი მეთოდი ვიტამინების დეფიციტის ანაზღაურებისთვის, კვების რაციონის გამდიდრებაა.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ზამთარში მიირთვათ, ორაგულია. ეს პროდუქტი წარმოუდგენლად მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ორაგული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

D ვიტამინს, რომლის ნაკლებობასაც ხშირად განვიცდით ზამთრის პერიოდში, ასევე შეიცავს ორაგული. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს კალციუმის შეწოვას, ჯანსაღი ძვლების და იმუნური სისტემის შენარჩუნებაში.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ორაგულის სარგებელი არ მთავრდება ომეგა 3-ითა და D ვიტამინით. ის ასევე წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცილების წყაროს. ორაგული შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: B; B12 – რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. ასევე, უამრავ მინერალს, როგორიცაა მაგალითად – სელენი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემებისთვის.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სასარგებლო თვისებების გარდა, ორაგულის მომზადება მრავალნაირადაა შესაძლებელი: გამომცხვარი, შემწვარი, მოხარშული, გრილზე მომზადებული. განსაკუთრებული გემრიელი გემოთი გამოირჩევა ცივად შებოლილი ნორვეგიული ორაგული, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა საინტერესო რეცეპტებშია შესაძლებელი.

თუმცა, ორაგულის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის წარმოშობას. უმჯობესია აირჩიოთ ველური ორაგული ან ის, რომელიც გაშენებულია ბუნებრივთან მაქსიმალურად ახლოს, თევზში მავნე ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 გორი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. პროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ – სპეციალისტის რეკომენდაცია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0-2/
sheniganatleba.ge
READ  "კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება" - ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის - ნევროლოგი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network