ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
spot_img
მთავარიინტერვიურატომ ვუმატებთ შეღებვისას კვერცხს ძმარს - რჩევა დიასახლისთან

რატომ ვუმატებთ შეღებვისას კვერცხს ძმარს – რჩევა დიასახლისთან

იმისათვის, რომ კვერცხები არ დასკდეს, შეღებვამდე ერთი საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. დასკდომის რისკი ასევე მცირდება, თუ კვერცხს შეღებვამდე, ცივ წყალში რამდენიმე საათით მოათავსებთ. საღებავი რომ ერთ ფერში მოეკიდოს კვერცხს, მანამდე კვერცხი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ქვაბის ძირზე ვალაგებთ წინასწარ დაგროვილ ხახვის ფურცლებს. ენდრო (ის ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა სააღდგომო კვერცხების შესაღებად) დაჩეჩქვამდე კარგად უნდა გაირეცხოს. შემდეგ შეახვიეთ მარლაში, შეკარით და ჩადეთ ქვაბში. თუ ენდრო ფხვნილის სახით გაქვთ, პირდაპირ ჩაყარეთ შემდეგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ.

მეტად მკვეთრი ფერის მისაცემად, ჭარხლის ჩახარშვასაც თუ აპირებთ, ისიც კარგად გარეცხეთ, გაჭერით სამ-ოთხ ნაჭრად და ჩაალაგეთ ქვაბში.

შემდეგ დაასხით წყალი, ადუღეთ 20-30 წუთი და გააგრილეთ. ცივ ნახარშში მოათავსეთ კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი, 2 სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. ძმარი წითელ ფერს კიდევ უფრო ამუქებს.

ძალიან ლამაზ წითელ ფერს აძლევს კვერცხს მხოლოდ წითელი ხახვის ფურცლებიც. ეს დაცდილი მეთოდია.

შეღებული კვერცხი შეგიძლიათ ცივი წყლით სავსე თასში მოათავსოთ.

პრიალა ელფერისთვის, შეღებილ და შეგრილებულ კვერცხებს, გადაუსვით ზეთში დასველებული ბამბა ან მარლა.

ბედნიერი აღდგომა!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "ჰობიტონი", საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან - თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი