„მაღალი რისკის შემცველია…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საღებავებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, მოსახლეობას ურჩევს, რომ კვერცხის შესაღებად ნატურალური ენდროს ფესვები გამოიყენონ.

„იმდენად ბევრი საღებავია ბაზარზე შემოსული, რითაც ენდროს შეღებვა შეგვიძლია, თუმცა მათ წარმომავლობასა და უსაფრთხოებაზე არაფერი არაა ცნობილი. ვენდობით მხოლოდ მის მწარმოებელს.
ჩემი რეკომენდაციაა — გამოიყენეთ ენდროს უშუალოდ ფესვები; ბუნებრივი მცენარეა და ეს გამოვიყენოთ შესაღებად.

სხვადასხვა ფერის გამოყენების შემთხვევაში რთულია ვთქვათ, რას შეიცავს და რამდენად არის განკუთვნილი საკვები პროდუქტის შესაღებად.

უფრო მეტად საშიშია ის, რაც ბაზარში წონით იყიდება — გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ბაზარში ვერავინ მოგცემთ საბუთს, რა წარმომავლობის საღებავს ყიდის“, – ამბობს ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“.

READ  ამ გზით ბავშვებს ავი თვალისგან და ჯადოებისგან იცავდნენ - რიტუალი, რომელიც გაგაოცებთ
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის