ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
spot_img
მთავარიგამოცდებიაბო თბილელის წამება - შინაარსი - მზად ვარ ვიტანჯო ქრისტესთვის

აბო თბილელის წამება – შინაარსი – მზად ვარ ვიტანჯო ქრისტესთვის

ქალაქ თბილისში, მოწამისა და კეთილმოღვაწის, აბოს წამება ამგვარად მოხდა.

შეიპყრეს აბო სარკინოზებმა, მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც თბილისში ამირად იჯდა და ქრისტეს რწმენისთვის საპყრობილეში ჩასვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, სტეფანოზ ერისთავმ მოხერხა მისი ტყვეობიდან დახსნა. გავიდა ხანი და კვლავ აბობოქრდნენ დამსმენნი. მათ წმინდანის წინააღმდეგ პირი შეკრეს, შევიდნენ მსაჯულთან, რადგან ქალაქ თბილისში ახლა უკვე სხვა ამირა იყო დანიშნული და უთხრეს მას:

– ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, რომელიც წარმოშობით სარკინოზია. იგი იმ რწმენით გაზრდილა და უცხოვრია, რომელიც მუჰამედმა, ჩვენმა მოციქულმა მოგვცა. ახლა კი მიუტოვებია მაჰმადის რჯული, თავს ქრისტიანად აცხადებს, უშიშრად დადის ქალაქში და ბევრ ჩვენიანს უქადაგებს ქრისტიანობას.

აწ ბრძანე მისი შეპყრობა და აწამე, ტანჯე იგი, ვიდრე არ აღიარებს ჩვენი მუჰამედ მოციქულის რჯულს. თუ არადა მოკვდეს, რათა მის სიტყვებს სხვებიც არ აყვნენ.

სხვა ქრისტიანებმა შემთხვევით გაიგეს, რომ სარკინოზები აბოს ამირასთან აბეზღებდნენ, სწრაფად მივიდნენ ნეტართან და არწმუნებდნენ, რომ გარიდებოდა იქაურობას და დამალულიყო. ხოლო აბომ მშვიდად მიუგო მათ:

– არა მარტო მზად ვარ ვიტანჯო ქრისტესთვის, არამედ მზად ვარ მოვკვდე მისთვის.

გამოვიდა იგი სიხარუით და დაუფარავად მიმოდიოდა ქუჩებში. მაშინ შეიპყრეს ამირას მსახურებმა ნეტაი აბო და შეიყვანეს მსაჯულთან.

– ეს რა მესმის შენს შესახებ?! წარმოშობით სარკინოზთა ტომიდან ხარ, დაგიტოვებია მამა-პაპათა რჯული და ქრისტიანებთან შეცდენილხარ?! ახლა კი დროა გაემზადო და ილოცო იმ რჯულით, რომლითაც მშობლებმა გაგზარდეს.

– ეს მართალია, რადგან წარმოშობით სწორედ რომ სარკინოზი ვარ. განსწავლული ვიყავი მაჰმადის რჯულითა და ვცხოვრობდი ამ სარწმუნოებით მანამ, სანამ უმეცარი ვიყავი. ახლა კი მივდევ ჭეშმარიტ, ქრისტეს მიერ ბოძებულ რწმენას სამებისას – მამისა, ძისა და წმიდისა სულისა და აწ უცილობლად ქრისტიანი ვარ – მტკიცედ მიუგო აბომ ბრაზმორეულ ამირას.

– მიატოვე ეგ სიგიჟე! თუ რამე გაკლია და ამის გამო გამხდარხარ ქრისტიანი, ბევრად მეტ საბოძებელსა და პატივს ახლავე მოგაგებ- თავისას არ იშლიდა მსაჯული.

– ოქრო და ვერცხლი შენთვის დაიტოვე საკუთარი თავის დასაღუპავად. მე ადამიანურ პატივს არ ვეშურები, რადგან მაქვს ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი – გვირგვინი ცხოვრებისა და უკვდავებისა და მარადიული პატივი სასუფეველში – მკვახედ უპასუხა აბომ ამირას, რომელიც მის გადაბირებას ახლა უკვე სიმდიდრითა და საბოძვრით ცდილობდა.

როდესაც მიხვდა მსაჯული, რომ ამაოდ ირჯებოდა და ამ გზით აბოს შეცდენას ვერ მოახერხებდა, ბრძანა ნეტარისთვის რკინის ბორკილი დაედოთ და საპყრობილეში ჩაეგდოთ. აბოს კი უხაროდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ ასეთი ღვაწლის ღირსი გახადა.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი