შაბათი, ივლისი 26, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიGoogle-მა წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა

Google-მა წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა

Google-მა წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. კომპანიამ ისინი კატეგორიებად დაყო, როგორებიცაა: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები, თამაშები და ა.შ.

ახალი ამბების კატეგორიაში 2023 წელს ყველაზე ხშირად ისრაელისა და „ჰამასის“ ომს „გუგლავდნენ“. მეორე ადგილზე გავიდა ბატისკაფ „ტიტანის“ კატასტროფა, მესამეზე კი მიწისძვრა თურქეთში.

პოპულარული ადამიანების კატეგორიაში ყველაზე დიდი ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვიეს დამარ ჰემლინმა, ჯერემი რენერმა და ენდრიუ ტეიტმა.

რაც შეეხება გარდაცვლილ მსახიობებს, ყველაზე ხშირად Google-ში მეთიუ პერის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. მეორე ადგილზე ამ კატეგორიაში ტინა ტერნერი გავიდა, მესამეზე კი შინეიდ ოკონორი.

ფილმებს შორის პირველ ადგილზე „ბარბი“, მეორეზე კი „ოპენჰაიმერი“ გავიდა. ყველაზე პოპულარული მომღერალი კი შაკირა აღმოჩნდა. დეტალურად სიის ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  აი, რატომ სვამენ შტამპს ბიბლიოთეკარები ყოველთვის მე-17 გვერდზე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი