ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგია"ჰობიტონი", საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან - თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ...

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

sheniganatleba.ge გთავაზობთ ინტერვიუს დარეჯან ეზუგბაიასთან, რომელმაც დააფუძნა საბავშვო ბაღი ლისის ტბის მიმდებარედ.

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში | შენი განათლება

“ჰობიტონი”ეკომეგობრულ გარემოში ბავშვების განსავითარებლად ყველა საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს და ალბათ, ყველა მშობელი ვთანხმდებით, რომ სკოლამდელი აღზრდის პერიოდში ყველა აღნიშნულ ნიუანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარეჯან ეზუგბაია საკუთარი ბაღის შესახებ საინტერესო დეტალებზე გვესაუბრა:

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში | შენი განათლება

ქალბატონო დარეჯან, ეკოლოგიურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის აღზრდის პროცესში, მეც დედა ვარ და ამ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ… გვიამბეთ, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ საბავშვო ბაღი გაგეხსნათ და რამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

– მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს 13-წლიანი გამოცდილება. ამ დრომდე სხვა ლოკაციაზე ვიმყოფებოდით სხვა სახელწოდებით, მაგრამ პანდემიის პირობებმა და იმ დროს აქტივობების დეფიციტმა გვაჩვენა, რომ უნდა ვყოფილიყავით აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში…

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში | შენი განათლება

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ლოკაციაზე ბაღის ფუნქციონირება. რადგან ლისზე ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ ეს სახელწოდებაც “ჰობიტონი”, რომელიც პატარა არსებების სოფელს ნიშნავს და სახელწოდების იდეაც სწორედ ბავშვებისგან წამოვიდა.

ამდენწლიანმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ბავშვებისთვის უნდა შეგვექმნა ისეთი სივრცე, რომელიც იზრუნებდა მათ ჰოლისტურ განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ახლა ვიმყოფებით ამ ლოკაციაზე, თუმცა ცოტა ხნის წინ შევიძინეთ მიწა, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა და ახალი სასწავლო წლიდან უკვე ახალ სივრცეში შევხვდებით ჩვენს პატარებს.

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში | შენი განათლება

ამ სივრცეში, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება დაცული – ინფრასტრუქტურა, ეზო, სამზარეულო და ეკომეგობრულ გარემოს შევთავაზებთ ჩვენს ბავშვებსა და მომხმარებლებს.

 – გავეცანი თქვენს ვებგვერდს და 8 თვიდან იღებთ ბავშვებს – ეს მნიშვნელოვანია ყველა მშობლისთვის, რადგან ხშირად ასაკი ბარიერს ქმნის – გვესაუბრეთ ამ თემაზეც.

– დიახ, 8 თვიდან იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ესეც გამოცდილების ნაწილია.

ჩვენ პირველი სატესტო ვარიანტი გვქონდა, შეგვეთავაზებინა ჩვენი მშობლებისთვის, რომლებსაც უკვე ბავშვი დაჰყავთ ჩვენს ბაღში,  მეორე პატარაც მოეყვანათ. ამ ნაწილშიც გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან ჩვენი აღმზრდელები მუდმივად გადიან უწყვეტ განათლებას ადრეული ასაკის სფეროში. გვყავს დატრენინგებული აღმზრდელები და გამოცდილებაც დიდია ამ ნაწილში.

READ  2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში | შენი განათლება

ჩვენ ზუსტად ასაკის შესაბამის უნარებზე გავდივართ, რისი მიხედვითაც ბავშვი უფრო ვითარდება. გვაქვს წინასწარ დაგეგმილი აქტივობები, მაგრამ ამ სფეროში წინასწარ მაინც ვერ გათვლი, რადგან ჩვენ სწორედ ბავშვის ინდივიდუალიზმს ვაქცევთ ყურადღებას. გვაქვს დაგეგმილი აქტივობები, მაგრამ ხშირად იცვლება ის დაუგეგმავი აქტივობებით, რა თქმა უნდა, ესეც ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში | შენი განათლება

 -საინტერესოა, ბაღში ფსიქოლოგი გყავთ?

– დიახ, ბაღში საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიც გვყავს და ქცევის თერაპევტიც. თუ საჭირო იქნება სპეციალისტის ჩარევა, მშობელთან ერთად ვწყვეტთ ამ საკითხს და მშობლისთვისაც კომფორტულია, რომ ადგილზე შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალისტის მომსახურებით.

 -როგორც თქვით, მიწა იყიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მიწასთან ურთიერთობა, ხომ არ გეგმავთ რამე ისეთ აქტივობებს, რომ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ მიწათმოქმედებასთან?

-დიახ, მიწა ვიყიდეთ, პროექტიც დამტკიცებულია და ამ ეტაპისთვის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი ეკოლოგია და გარემო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიწასთან, ტალახთან, ქვიშასთან ჰქონდეთ ბავშვებს შემხებლობა.

აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაბამისი აქტივობებიც. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ბავშვები წვიმაში შაქარივით არ დნებიან, არ ცივდებიან, პირიქით – სწორად შერჩეულ ტანსაცმელში, თუნდაც რეზინის ფეხსაცმელში, ეს არის ერთგვარი აქტივობა, რომელიც ბავშვებს უვითარებს მსხვილ მოტორულ უნარებს, რაც მნიშვნელოვანია მათთვის.

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში | შენი განათლება

ამიტომ, რა თქმა უნდა, გვაქვს ასეთი აქტივობები და თანაც არაერთი. გვაქვს აგროგაკვეთილებიც, მწვანე გაკვეთილები. ყოველკვირეული პროექტები გვაქვს, ერთ-ერთია აგროტური, სადაც ათვალიერებენ სათბურს, მარწყვის პლანტაციას, მარწყვის დაკრეფაში მონაწილეობენ, დააგემოვნებენ და ასევე ადგილზე ტარდება საინტერესო “ვორქშოპიც”.

– გარდა ამ საინტერესო და შთამბეჭდავი დეტალებისა, როგორ ფიქრობთ, რა არის ნიშა, რაც გამოგარჩევთ სხვა საბავშვო ბაღებისგან?

– ჩვენს საბავშო ბაღს გააჩნია მისია, აქვს თავისი ხედვა, ღირებულებები და ყველაფერი არის მორგებული ბავშვებზე და მათ ინტერესებზე- თამაშებზე, თამაშით სწავლებაზე და მათ განვითარებაზე.

გვაქვს გასვლითი ღონისძიებები, ყოველი გასვლის დროს ჩვენ ბავშვებს ვაჩვევთ სოციუმის წესებს, გადაადგილებას. ქალაქშიც საკმაოდ ხშირად დავდივართ, იქ ვაჩვევთ, როგორ დასხდნენ კაფეში, როგორ მიირთვან გარკვეული კერძი. მშობელი როდესაც მოდის და უყურებს ამ ყველაფერს სოც. ქსელში, გვეუბნება, რომ ეს სწორედ ის არის, რაც სხვებს არ აქვს. ჩვენც ათმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როდესაც ასე გვენდობიან და მადლიერებას გამოხატავენ მშობლები.

READ  „იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, რადგან წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში“

 -თუ გაქვთ წინა სასკოლო მზაობის პროგრამა, სადაც ბავშვებს ამზადებთ უკვე სკოლისათვის?

-სასკოლო მზაობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ხდება თამაშით და სახალისო დონეზე. ის, რომ ცალკე ინგლისურის გაკვეთილები ჰქონდეთ, სიმღერის ან ცეკვის, ასე არ გვაქვს… უფრო მხიარულად ხდება ეს ყველაფერი, მაგალითად, სახალისო მათემატიკა, სახალისო ქართული ანბანი და ა.შ.

“ჰობიტონი” – თემის რესურსის გამოყენება და ჩართულობა სააღმზრდელო პროგრამაში…

მაღალი დონის ადრეული ასაკის პროგრამა უზრუნველყოფს უსაფრთხო, სასწავლო აღმზდელობით განვითარებას. აგრეთვე ანვითარებს ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ მხარეს.

ჰობიტონში ბავშვების მიღება ხდება 8 თვის ასაკიდან!
ადრეული ჯგუფი – 8 თვიდან – 2 წლამდე;
3-4 წლიანების ჯგუფი;
5-6 წლიანების ჯგუფი.

 

ავტორი: თათია გოჩაძე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი