ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგამოცდებირომელი პროფესიები იყო ყველაზე მოთხოვნადი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით -...

რომელი პროფესიები იყო ყველაზე მოთხოვნადი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით – სტატისტიკური მონაცემები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაგიზიარებთ რამდენიმე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებასა და პროგრამას, რომლებიც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა პირველ პრიორიტეტად:

სიის სათავეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაა, რომელიც პირველ ადგილზე 1374 აბიტურიენტს ეწერა. სულ კი ამ პროგრამაზე მოხვედრა 3380 აბიტურიენტს სურდა.

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, სტატისტიკის მიხედვით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიები იყო. აღნიშნული პროგრამა პირველ ადგილზე 909 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში ( მეორე, მესამე, მეოთხე … პრიორიტეტის მიხედვით) 2541-ს სურდა მოხვედრა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია პირველ პრიორიტეტად 738 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში კი 4403-ს სურდა მოხვედრა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ პროგრამას: 1.ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) 2. კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა), პირველ ადგილზე 715-მა აბიტურიენტმა მიანიჭა უპირატესობა, ჯამში კი ეს პროგრამა 4894-მა აბიტურიენტმა აირჩია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების საბაკალავრო პროგრამები: ა)ეთნოლოგია; ბ)ისტორია; გ) არაბისტიკა; დ) ირანისტიკა; ე) თურქოლოგია; ვ) ებრაისტიკა-არამეისტიკა; ზ) არმენოლოგია; თ) ასირიოლოგია; ი) ქართული ფილოლოგია; კ) ინგლისური ფილოლოგია; ლ) გერმანული ფილოლოგია; მ) ფრანგული ფილოლოგია; ნ) ესპანისტიკა; ო) იტალიანისტიკა, პ) კლასიკური ფილოლოგია; ჟ) ბიზანტიური ფილოლოგია; რ) ახალი ბერძნული ფილოლოგია; ს) რუსული ფილოლოგია (ქართულენოვანი); ტ) სკანდინავიური ფილოლოგია; (გაერთიანებული მიღება) – პირველ პრიორიტეტად 621-მა აბიტურიენტმა დაწერა, ჯამში კი 2404-მა.

ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა აბიტურიენტთა შორის. პირველ პრიორიტეტად, აღნიშნული პროგრამა 619-მა აბიტურიენტმა აირჩია, ჯამში კი 4739-მა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა პირველ პრიორიტეტად 616 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში კი 4333-მა აირჩია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროგრამა პირველ პრიორიტეტად 567-მა აბიტურიენტმა აირჩია, ჯამში კი 2173-მა.

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურა იყო. ის პირველ პრიორიტეტად 510 აბიტურიენტს ეწერა, ჯამში კი 1219 ირჩევდა.

READ  როგორ უნდა იმუშაოს 2024 წლის აბიტურიენტმა ისტორიის ტესტზე

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაცია 494 აბიტურიენტს ეწერა პირველ ადგილზე. ჯამში კი 908 ირჩევდა.

პოპულარული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა); 2. პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ის პირველ პრიორიტეტად 466-მა აბიტურიენტმა აირჩია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა კი პირველ ადგილზე 430 აბიტურიენტს ეწერა.

რაც შეეხება პროგრამებს, რომლებიც ყველა დონის პრიორიტეტის მიხედვით ყველაზე მეტი აბიტურიენტის განაცხადში დაფიქსირდა:

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სხვადასხვა პრიორიტეტით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1.ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) 2. კულტურის მენეჯმენტი (ძირითადი სპეციალობა) აირჩია. ჯამში ეს პროგრამა 4894 აბიტურიენტს ეწერა ჩამონათვალში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა იყო და ჯამში მას პრიორიტეტი 4739-მა აბიტურიენტმა მიანიჭა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიას ჯამში 4403 აბიტურიენტი ირჩევდა.

ამავე უნივერსიტეტის სამართლის პროგრამას კი 4333.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი