შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაროგორ დავანებო მოწევას თავი? ჯანმოს რეკომენდაციები

როგორ დავანებო მოწევას თავი? ჯანმოს რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რამდენიმე თვის წინ მოწევისთვის თავის დანებების პირველი სახელმძღვანელო გამოაქვეყნა. რას გულისხმობს ეს გაიდლაინები?

და როგორ დავანებო მოწევას თავი? მითუმეტეს, თუ აქამდე ბევრი მცდელობა მქონდა…

უმჯობესია, ერთდროულად რამდენიმე მეთოდი გამოიყენოთ. მწეველი ადამიანი, იქნება ეს თამბაქო თუ ელექტრონული სიგარეტი, ხშირად ნიკოტინზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება კი თავის ტვინში ცვლილებებს იწვევს. გარდა ამისა, არსებობს ჩვევაც: მოსაწევად გასვლა და ამით წუთ-შესვენების აღება ან სტრესულ სიტუაციაში სიგარეტით თავის დამშვიდება. ამიტომაც, რეკომენდებულია მედიკამენტური თერაპიისა და სპეციალისტთან კონსულტაციის სინთეზი.

აუცილებელია, რომ ექიმს მივმართო?

სასურველია, მაგრამ ამის გარეშეც შესაძლებელია. შესაძლებელია, ექიმმა დანიშნოს არა მხოლოდ რეცეპტით გასაცემი პრეპარატი, არამედ ის ასევე დაგეხმარებათ, შეადგინოთ მოწევისთვის თავის დანებების გეგმა და უპასუხოთ თქვენს ყველა კითხვასა თუ ეჭვს. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ექიმს ჰქონდეს გავლილი შესაბამისი მომზადება. თუ არ ენდობით რეცეპტით გამოწერილ წამალს, შესაძლებელია დისტანციური კონსულტაციაც. უფრო მეტიც, კარგი იქნება, თუ ეს კონსულტაციები იქნება მრავალჯერადი, რათა ამ არც თუ ისე მარტივ გზაზე ექიმიც გამოგყვეთ.

სინამდვილეში, ასეთი მხარდაჭერა შეუძლია ნებისმიერ სხვა პირს, რომელმაც სპეციალური ტრენინგი გაიარა. ექიმის ან სხვა სამედიცინო პროფესიონალის პოვნა შეიძლება გაგიადვილდეთ კიდეც, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც მუშაობს ცხელი ხაზები, რომლებიც ასეთ კონსულტაციებს უზრუნველჰყოფენ.

რა რეკომენდაციების გაცემა შეუძლია კვალიფიციურ სპეციალისტს?

არსებობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მთელი ჩამონათვალი:

    დაგეგმეთ კონკრეტული დღე, როდესაც მოწევისთვის თავის დანებებას  აპირებთ (უმჯობესია, ეს დღე არ იყოს ძალიან სტრესული და შფოთიანი);
    მოწევა შეწყვიტეთ დაუყოვნებლივ და არა – ეტაპობრივად (მაგრამ თუ თანდათან მიჰყვებით ამ გზას, მაშინ დანიშნეთ კონკრეტული დღე, რათა სიგარეტზე საბოლოოდ თქვათ უარი);
    გააფრთხილეთ სხვები, რათა დაგეხმარონ ან, სულ ცოტა, არ გაცდუნონ;
     შეადგინეთ სია, თუ რატომ გსურთ მოწევისთვის თავის დანებება და რთულ მომენტებში, ამ ჩამონათვალს გადახედეთ;
    გაარკვიეთ, რა გიბიძგებთ მოწევისკენ და შეეცადეთ, ასეთი სიტუაციები თავიდან აიცილოთ;
    დაფიქრდით, როგორ გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე, როდესაც მოწევის ძლიერი სურვილი გიჩნდებათ (ეს, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე წუთს გრძელდება);
    თუ ერთხელ უკვე დაანებეთ მოწევას თავი, გაიხსენეთ, რა დაგეხმარათ მაშინ;
    დააკვირდით თქვენს რაციონს, იყავით ფიზიკურად აქტიური (ეს აუცილებელია, თუ არ გსურთ მოიმატოთ რამდენიმე კილოგრამი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა იმ ადამიანებში, ვინც მოწევას თავს ანებებს).

თუმცა ჯანმო მიიჩნევს, რომ ასეთი რეკომენდაციების უბრალოდ წაკითხვა შედეგიანი ვერ იქნება. მნიშვნელოვანია, გყავდეთ სპეციალისტი, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოწევისთვის თავის დანებება რთულია განსაკუთრებით იმის გამო, რომ თქვენი ჩვევები უნდა შეცვალოთ. მაგალითად, მეგობრებსა და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის ნაკლები მიზეზი გექნებათ. არა და, იქამდე შესვენებაზე ერთად გადიოდით. ამიტომაც კარგი იქნება, თუ მაინც იპოვით სპეციალისტს, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ და მოგცემთ რეკომენდაციებს, ტელეფონით ან წერილობით მაინც.

რაც შეეხება მედიკამენტებს, რომელ პრეპარატებზე საუბრობს ჯანმო?  

რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ყველაზე ეფექტურად ჯანმო რეცეპტით გასაცემ პრეპარატს – ვარენიკლინს მიიჩნევს. ის ხელს უწყობს იმ სიმპტომების შემცირებას, რომელთაც ნიკოტინისთვის თავის დანებება იწვევს. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია ნიკოტინის სუფთა სახით გამოყენება. გარდა ამისა, რეკომენდებულია კომბინირებული თერაპიის გამოყენება. აქ საუბარია პლასტირებზე. კერძოდ, როდესაც მოწევა ძალიან მოგინდებათ, გამოიყენეთ სწრაფი მოქმედების საშუალებები, როგორიცაა საღეჭი ტაბლეტები, საწუწნი აბები ან სპრეი. ყველა მათგანი ურეცეპტოდ იყიდება.

მაინც არაფერი გამომდის. რა ვქნა? 

სცადეთ ხელახლა. ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს მოწევისთვის თავის დანებებას პირველივე ცდაზე, ეს სავსებით ნორმალურია. წარმატების შანსების გაზრდის რამდენიმე გზა არსებობს და მხოლოდ ნებისყოფაზე დაყრდნობა, კარგი იდეა სულაც არ არის. ამიტომაც, უმჯობესია, არ გაკიცხოთ საკუთარი თავი კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობისთვის, არამედ გააანალიზეთ წარუმატებლობის მიზეზები, წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია ან გაესაუბრეთ სპეციალისტს, თუ როგორ დაეხმაროთ საკუთარ თავს ამ მავნე ჩვევასთან გამკლავებაში. დაიმახსოვრეთ: უსიამოვნო ფიზიკური სიმპტომები რთულია პირველი სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი ისინი ნაკლებად შესამჩნევი ხდება და 3-4 კვირაში ქრება. ასე რომ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი