შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებისიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული “შავლეგო” – საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მე­რაბ კოს­ტა­ვა 85 წლის გახ­დე­ბო­და.

კოს­ტა­ვა 1939 წლის 26 მა­ისს თბი­ლის­ში, ოლღა დე­მუ­რი­ა­სა და ივა­ნე კოს­ტა­ვას ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბა­ბუა – ვლა­დი­მერ დე­მუ­რია, ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გახ­ლდათ.

მე­რაბ კოს­ტა­ვას პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ბა­ბუ­ა­სა და მშობ­ლებ­თან ერ­თად, დიდი როლი ბი­ძამ, ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა და ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა გრი­გოლ კოს­ტა­ვამ (მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე) ითა­მა­შა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. მისი იდე­ე­ბი მე­რაბს არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ გმი­რად აყა­ლი­ბებ­და.

სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის ვაჟ­თა პირ­ველ სკო­ლა­ში. გა­მო­ირ­ჩე­ო­და ნი­ჭი­თა და სი­ბე­ჯი­თით, იმის გამო, რომ კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა, IX კლა­სი­დან სწავ­ლა ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რძე­ლა. კარ­გად უკ­რავ­და, მღე­რო­და, ლექ­სებს წერ­და. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა, რად­გა­ნაც გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და მას­ტან და რამ­დე­ნი­მე თა­ნა­ტოლ­თან ერ­თად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი პირ­ვე­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი, არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია “გორ­გას­ლი­ა­ნი” და­ა­არ­სა.

1956 წლის დე­კემ­ბერ­ში კი რუს­თა­ვე­ლი­სა და მა­შინ­დე­ლი “პლე­ხა­ნო­ვის” გამ­ზი­რებ­ზე, იმ დრო­ის­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი გაჩ­ნდა: “ძირს პირ­სის­ხლი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტე­ბი, გა­უ­მარ­ჯოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს!” ან­ტი­საბ­ჭო­თა პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია “გორ­გას­ლი­ა­ნის” წევ­რე­ბი და­ი­ჭი­რეს.

სკო­ლის მერ­ხი­დან ასე ელი­ტუ­რი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი (ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა, ვოვა სი­ხა­რუ­ლი­ძე, თე­მურ ცერ­ცვა­ძე, თა­მაზ გუნ­ჯუა, გუ­რამ სხირტლა­ძე, ანა­ტო­ლი მი­ქა­ძე, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი) სა­პყრო­ბი­ლე­ში. ექ­ვსი თვის შემ­დეგ, რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნი, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

* * *

მან მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (სხვა­დას­ხვა წელს) მუ­შა­ობს მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლად რუს­თა­ვი­სა და თბი­ლი­სის II სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში…

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნალ “ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა სკო­ლა­ში” რე­დაქ­ტო­რი გახ­და, სა­დაც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე წე­რი­ლებს აქ­ვეყ­ნებ­და.

1972 წელს მე­რაბ კოს­ტა­ვამ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რეპ­რე­სი­ე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ არ წყდე­ბო­და. სუკ-ი გა­მუდ­მე­ბით უთ­ვალ­თვა­ლებ­და. მის სახ­ლთან ყო­ველ­თვის მო­რი­გე­ობ­და უშიშ­რო­ე­ბის მან­ქა­ნა. მე­რა­ბიც ცნობ­და მათ. ხში­რად უთ­ქვამს: “მთე­ლი დღე აქ დგა­ნან, მო­შივ­დე­ბო­და­თო” და საჭ­მე­ლი გა­უგ­ზავ­ნია მოთ­ვალ­თვა­ლე­ე­ბის­თვის. იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი