შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუქართველი მარიამისა და ირანელი აფშინის სიყვარულის ამბავი - "ჩემი და მისი ოჯახი...

ქართველი მარიამისა და ირანელი აფშინის სიყვარულის ამბავი – “ჩემი და მისი ოჯახი პირველად ჩვენს ქორწილში შეხვდნენ… ირანში რომ ჩავედი, ძალიან მეშინოდა, თუმცა…”

რა ხდება მაშინ, როდესაც ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ სხვა ეროვნების და რელიგიის ადამიანი შეგიყვარდა. როგორია ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ გადალახო ის წინააღმდეგობები, რაც შესაძლოა სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე დაგხვდეს? – ხშირად ასეთი ზღაპრები არც ისე კარგად მთავრდება, მაგრამ ჩვენს რესპონდენტს,მარიამ ხიდაშელსგაუმართლა.

  • მისი მეუღლე აფშინი, ირანელია. ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, დაქორწინდნენ და სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მარიამს მეუღლის სამშობლოში ირანში მოუწია ჩასვლა. რა დახვდა იქ და რისი მოლოდინი ჰქონდა, როგორია ცხოვრება ირანში, ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სამყაროსგან განსხვავებული წესები მოქმედებს

– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის დროს გავიცანით. ერთმანეთი შეგვიყვარდა და სწორედ ჩემ გამო გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. აფშინი ტურისტი იყო მალე უწევდა ქვეყნის დატოვება, პანდემიის გამო, ერთწლიანი ვიზა მიიღო და ასე მოახერხა დარჩენა საქართველოში. სამი წელი თბილისში ვიცხოვრეთ. ირანში პირველად დეკემბერში წავედით, რადგან მისი ერთადერთი დის ქორწილი ახლოვდებოდა.

საქართველოში პრობლემები გვქონდა ვიზასთან და ბინადრობასთან დაკავშირებით თუმცა, ვფიქრობდი, რომ მოვაგვარებდით, სამწუხაროდ, აქამდე უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი ბრძოლა.

– თქვენი და აფშინის ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ქორწინებას. რა სირთულეები შეგხვდათ?

– აფშინის ოჯახიდან ყოველთვის სრული მხარდაჭერა გვქონდა. ჩემი და მისი ოჯახი პირველად ჩვენს ქორწილში შეხვდნენ. შემდეგ დედამთილ-მამამთილი ზამთარშიც გვესტუმრნენ, არაჩვეულებივი დრო გავატარეთ, ვაჩვენეთ ულამაზესი ბათუმი. სირთულეები მხოლოდ საქართველოში საბუთის აღებაზე აქვს.

– რითი მოგხიბლათ აფშინმა, როდესაც ამხელა კულტურული სხვაობაა, რა იცოდით მანამდე ირანზე?

– აფშინის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და ცდილობს იყოს თავისი თავის საუკეთესო ვერსია. ყველაფერს პოზიტიური კუთხით უყურებს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, თვალებიდანაც კი სიკეთეს ასხივებს. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ირანზე თითქმის არაფერი ვიცოდი, გარდა ისტორიის წიგნში ნასწავლი ისტორიული თემებისა. პირველად ძალიან მეშინოდა ამ ქვეყნის, ნათესავებისგან, ახლობლებისგან და მეგობრებისგან ძალიან ნეგატიური ინფორმაციები მესმოდა ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე მოქმედებდა და ვერ ვიჯერებდი აფშინის მიერ მოყოლილ ამბებს, თუმცა თანაცხოვრებისას და ირანელებთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ირანის შესახებ უმეტესობა პროპაგანდის ნაწილია და რეალობა რადიკალურად სხვა არის. განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი