„ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა“ – ვინ გათავისუფლდება ჯარიმა/საურავებისგან

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის, გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ინიციატორთა ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი მასშტაბი შეიძინა. კერძოდ, საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ ლარამდეა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 საქართველოს პარლამენტი

© OpenStreetMap contributors · PHIG

📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. „ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა“ – ვინ გათავისუფლდება ჯარიმა/საურავებისგან [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-8-%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%9c/
sheniganatleba.ge
READ  „ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ...“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
🎓 © 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network