სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლება"ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. "დიდი ჯიბეების"...

“ამ ყველაფერს მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და ე.წ. “დიდი ჯიბეების” დაკერება თეთრ ხალათებზე” – ასოციაცია სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლაზე

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ის­რო კვე­თა, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბაჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­ცავს არ­ჩე­ვით ექი­მის აყ­ვა­ნი­სა და გა­უტ­კი­ვა­რე­ბის სა­ფა­სურს, ასე­ვე, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, კვე­ბის, პა­ლა­ტის, სხვა პირ­და­პირ და არა­პირ­და­პირ ხარჯს. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტს თან­ხის გა­დახ­და არ მო­უ­წევს.

“DRG მო­დე­ლით მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და სა­კე­ის­რო კვე­თის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბი, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, 1 222 ლა­რით გან­სა­ზღვრა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე, პა­ცი­ენ­ტის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სა­კე­ის­რო კვე­თას, ან ე.წ. VIP პა­ლა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არ ფი­ნანსდე­ბა“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ექიმ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მალე მოჰ­ყვე­ბა მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­ხურ­ვა და ე.წ. “დიდი ჯი­ბე­ე­ბისდა­კე­რე­ბა თეთრ ხა­ლა­თებ­ზე.

ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბის DRG სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვსურს მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია: მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ის­რო კვე­თა სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 1 221.92 ლა­რით.

და­ფი­ნან­სე­ბის თან­ხა გა­ი­ზარ­და, რად­გან აქამ­დე 500 ლა­რით ფი­ნანსდე­ბო­და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა და 800-ით სა­კე­ის­რო კვე­თა. ეს და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი სა­კი­თხია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, თუმ­ცა ამას თან მოჰ­ყვა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რაც იპყრობს ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას. მა­გა­ლი­თად, გა­უქ­მდა პერ­სო­ნა­ლუ­რი ექი­მის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ყვე­ლა ორ­სუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია იმ­შო­ბი­ა­როს ან გა­ი­კე­თოს სა­კე­ის­რო კვე­თა მო­რი­გე ბრი­გა­და­ში.

პერ­სო­ნა­ლუ­რი ექი­მის აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი მშო­ბი­ა­რე იხ­სნე­ბა DRG სის­ტე­მი­დან, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს:

მშო­ბი­ა­რო­ბის სრუ­ლი სა­ფა­სუ­რის თა­ვად გა­დახ­დას ( კლი­ნი­კა­ში შიდა სტან­დარ­ტით გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ფიზ. მშო­ბი­ა­რო­ბა და სა­კე­ი­რო კვე­თა გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ღირს, ვიდ­რე 1221 ლა­რია) + ექი­მის აყ­ვა­ნის თან­ხა+ თუ მოხ­და და გარ­თულ­და შემ­თხვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო უარს ამ­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე (ამ თან­ხის გა­დახ­დაც მო­უ­წევს პა­ცი­ენტს).

თუ მოხ­და და კლი­ნი­კა­ში ამ ყვე­ლაფ­რის გვერ­დის ავ­ლით ექიმ­მა გა­ბე­და და აიღო ანა­ზღა­უ­რე­ბა ( ჰო­ნო­რა­რი, რაც ადრე იბეგ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 20%-ით), დგე­ბა ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი..

ამას გარ­და, ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, ყო­ველ­წლი­უ­რად ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოს და მი­ი­ღოს უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა, და­აგ­რო­ვოს ე.წ. კრე­დიტ ქუ­ლე­ბი.

მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი 1 221.92 ლა­რი­დან თეთ­რს არ უხ­დის ექიმს, მხო­ლოდ მო­რი­გე­ო­ბის თან­ხას (და მრა­ვა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი უკვე მო­უ­წო­დებს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ხელ­ზე თან­ხის აღე­ბის­კენ)!!!! აქ დას­კვნე­ბი თქვენ გა­ა­კე­თეთ.

ამ ყვე­ლა­ფერს, სრუ­ლი­ად მალე მოჰ­ყვე­ბა მრა­ვა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­ხურ­ვა…(შემ­დეგ პოს­ტში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მოვ­თვლით ამ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებს)

და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ” დიდი ჯი­ბე­ე­ბისდა­კე­რე­ბა თეთრ ხა­ლა­თებ­ზე!

რო­გორ გგო­ნი­ათ, ექი­მი რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წელი სწავ­ლობ­და, შრო­მობ­და, მო­რი­გე­ობ­და, გა­დი­ო­და სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურსს, ვალ­დე­ბუ­ლია არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში, უხელ­ფა­სოდ მი­ვი­დეს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში და ამ­შო­ბი­ა­როს პა­ცი­ენ­ტი ან გა­უ­კე­თოს სა­კე­ის­რო კვე­თა?!,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი