პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა...

5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა

ანე ფრანკი სულ რაღაც 16 წლის ასაკში დაიღუპა, თუმცა გოგონას ჩანაწერებმა მისი სახელი სამუდამოდ დაგვამახსოვრა. მისი დღიური წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რა საზარელი დანაშაული მიუძღვით ფაშისტებს კაცობრიობის მიმართ.

ჩანაწერები აღწერს, როგორ იმალებოდნენ ოჯახები ორი წლის განმავლობაში, როცა ნაცისტებს ნიდერლანდები ჰქონდათ ოკუპირებული. ფრანკებისა და ვან პელსების ოჯახები და მოგვიანებით, ებრაელი სტომატოლოგი ცხოვრობდნენ ანეს მამის კუთვნილი კომპანიის შენობაში, რათა ნაცისტებს არ დაეპატიმრებინათ ისინი.

ანეს ჩანაწერები მეტყველებს გოგონას მხატვრულ ნიჭზე, მის უნარზე, საინტერესოდ, სიცხადით გადმოსცეს ისტორიები. წიგნად დაბეჭდილ დღიურს უკვე 70 წელზე მეტია, თაობები კითხულობენ და ის კვლავაც და კვლავაც გამოიცემა.

ახალი, სრულყოფილი გამოცემა წელს, 19 თებერვლიდან წიგნის მაღაზიებში კვლავაც გამოჩნდება. როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გოგონას ჩანაწერები წინა გამოცემებთან შედარებით უფრო ავთენტურია.

გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს ანე ფრანკისა და მისი ჩანაწერების შესახებ:

  1. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა 1947 წელს ჩანაწერების შემოკლებული ვერსია გამოსცა

წიგნს მკი­თხვე­ლი ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­ეც­ნო. ის დღი­უ­რის ავ­ტო­რი გო­გო­ნას მა­მის ოტო ფრან­კის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას ეფუძნებოდა. ოტო ფრან­კმა, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან მა­ტა­რებ­ლით აუშ­ვიც-ბირ­კე­ნა­უს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის შემ­დეგ ანეს ჩა­ნა­წე­რე­ბი შეკ­რი­ბა და ერთ წიგ­ნად გა­მოს­ცა. თუმ­ცა მან შვი­ლის ტექ­სტი მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით შე­ა­მოკ­ლა – ოტო ფრან­კი ფიქ­რობ­და, რომ ზო­გი­ერ­თი ჩანაწერი, რომ­ლებ­შიც მისი მო­ზარ­დი ქა­ლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხის­ტად ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, გუ­ლახ­დი­ლად მსჯე­ლობ­და ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე და ა.შ., უხერ­ხუ­ლი და შეუფერებე­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თუმ­ცა არა სრუ­ლი და ავ­თენ­ტუ­რი სა­ხით. სწო­რედ ეს ტექ­სტი ითარგმნა ქარ­თუ­ლად და, რაც ასე­ვე აღსანიშნავია, ითარ­გმნა თარ­გმა­ნი­დან.

  1. „ანე“ გოგონას შემოკლებული სახელი იყო

მისი სრული სახელი იყო ანელიზ მარი ფრანკი – Anneliese Marie Frank, თუმცა ანეს ეძახდნენ. ქართულად ნათარგმნ თავდაპირველ ვერსიებში ის ანა ფრანკად დამკვიდრდა, რისი მიზეზიც თარგმანიდან თარგმნა გახდა.

  1. სრულყოფილი ვერსია ქართულ ენაზე მხოლოდ 2012 წელს გამოიცა

ჩანაწერები ნიდერლანდურიდან ქართულად პირველად 2012 წელს ცნობილი ბელგიელი ლიტერატორის ინგრიდ დეხრავეს ძალისხმევით ითარგმნა. დედნიდან თარგმნის შემდეგ შეიცვალა სათაურიც – „უკანა სახლი – დღიური ჩანაწერების სახით.“

ამასთან, გამოცემაში გათვალისწინებულია ის მონაკვეთებიც, რაც ოტო ფრანკმა ჩანაწერებიდან ამოიღო. აღნიშნული ვერსია ქართულ ენაზე ახალი ტირაჟით გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს, ახალი პროექტის ფარგლებში გამოსცა. პროექტის – „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი“ ხარ, პირველი გამოცემა სწორედ ანე ფრანკის ჩანაწერებია.

  1. ფრანკების ოჯახი გერმანიიდან იყო

ანეს მამა, ოტო, ებრაული წარმოშობის გერმანელი ბიზნესმენი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს სწორედ გერმანულ არმიაში მსახურობდა. ნაცისტების მიერ ანტისემიტიზმის გაღვივების შემდეგ, 1933 წლის შემოდგომაზე ოტო თავის ოჯახთან ერთად ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ის ჯემის წარმოებისთვის საჭირო სანელებლებისა და სხვა ნედლეულის კომპანიას მართავდა. 1942 წლიდან, როცა ოჯახს საიდუმლო სამალავში გადასვლა მოუწია, ოტომ ბიზნესზე კონტროლი თავის ნიდერლანდელ კოლეგებს გადააბარა.

  1. ანემ თავისი დღიურის ორი ვერსია დაწერა

პირველი ვერსია ანემ დაწერა დღიურში, რომელიც მე-13 დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად. მას შემდეგ, რაც ფურცლები ამოეწურა, ჩანაწერების გაკეთება მან სავარაუდოდ, 2 რვეულში გააგრძელა, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარკვეული მონაკვეთები დაკარგულია.

თავისი დღიური ანემ 1944 წელს გადაწერა, მას შემდეგ, რაც რადიოში მოუსმინა მოწოდებას, ხალხს შეენახა თავიანთი ომის დროინდელი ჩანაწერები, რათა ყველაფრის დასრულების შემდეგ ნაცისტების დანაშაულების დოკუმენტირება უფრო მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი.

თავის დღიურს ის Kitty-ს უწოდებდა. ანე ფრანკი 1945 წელს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, როგორც ის, ისე მისი და მარგო ტიფით დაიღუპნენ. დების გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკში მყოფები ნაცისტებისგან გათავისუფლდნენ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი