ორშაბათი, მაისი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის...

„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია

მსახიობი მაია გელოვანი „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.

მსახიობმა მისი და ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.

„ნიაზი ნიკო გომელაურთან გავიცანი. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად. ნიაზის წარმატებული კარიერა უკვე დაწყებული იყო. მანამდე შორიდან ვიცნობდი. თავიდან არც მოწონება მქონდა და არც არ მოწონება. მერე თავისთავად მოხდა ყველაფერი. რამდენიმე ადგილას გადავიკვეთეთ.

სიყვარულზე საუბარი მიჭირს, ვერ ვლაპარაკობ.. რთულია გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.

მე და ნიაზი უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული სხვადასხვა ეტაპზე გადადის და უფრო იზრდება. მართლა დიდი ბედნიერებაა, ასე ძალიან რომ შეგიყვარდება ადამიანი..

მე და ნიაზი ცხრა მაისს დავქორწინდით, 21 დეკემბერს – სტალინის დაბადების დღეს, გაჩნდა თეიმურაზ დიასამიძე და 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეს, დაიბადა ანდრია დიასამიძე. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა…

ნიაზი როდესაც ახალ ალბომს უშვებს, ყოველთვის სხვა მის ძალიან ახლო მეგობრებს შორის მეც ვარ ხოლმე, ვინ პირველად ვუსმენ. ამ ყველაფერს შვილებიც შემოუერთდნენ. მათ ძალიან უყვართ ამ პროცესში ჩართულობა“, – ამბობა მაია გელოვანი.

კითხვაზე ნიაზიც ეუბნებოდა თუ არა აზრს მის როლებზე, მაია პასუხობს:

„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე, იმიტომ რომ ძალიან ღელავს“.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  რატომ არის დღემდე სრულიად უხრწნელი იოანე ოქროპირის ყური
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი