ახალი შეზღუდვა მძღოლებისთვის – გზების დეპარტამენტის განცხადება

ახალი შეზღუდვა მძღოლებისთვის – გზების დეპარტამენტის განცხადება | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.

გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” – დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.

ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). ახალი შეზღუდვა მძღოლებისთვის – გზების დეპარტამენტის განცხადება. 22 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ახალი-შეზღუდვა-მძღოლების/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). ახალი შეზღუდვა მძღოლებისთვის – გზების დეპარტამენტის განცხადება. 22 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ახალი-შეზღუდვა-მძღოლების/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ახალი შეზღუდვა მძღოლებისთვის – გზების დეპარტამენტის განცხადება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%a6%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/
sheniganatleba.ge
READ  შექმნეს თავის ტვინის იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია, ფიქრები მეტყველებად გარდაქმნას
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network