„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ნიაზ დისამიძის მეუღლე

მსახიობი მაია გელოვანი „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.

მსახიობმა მისი და ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.

„ნიაზი ნიკო გომელაურთან გავიცანი. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად. ნიაზის წარმატებული კარიერა უკვე დაწყებული იყო. მანამდე შორიდან ვიცნობდი. თავიდან არც მოწონება მქონდა და არც არ მოწონება. მერე თავისთავად მოხდა ყველაფერი. რამდენიმე ადგილას გადავიკვეთეთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სიყვარულზე საუბარი მიჭირს, ვერ ვლაპარაკობ.. რთულია გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მე და ნიაზი უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული სხვადასხვა ეტაპზე გადადის და უფრო იზრდება. მართლა დიდი ბედნიერებაა, ასე ძალიან რომ შეგიყვარდება ადამიანი..

მე და ნიაზი ცხრა მაისს დავქორწინდით, 21 დეკემბერს – სტალინის დაბადების დღეს, გაჩნდა თეიმურაზ დიასამიძე და 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეს, დაიბადა ანდრია დიასამიძე. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა…

ნიაზი როდესაც ახალ ალბომს უშვებს, ყოველთვის სხვა მის ძალიან ახლო მეგობრებს შორის მეც ვარ ხოლმე, ვინ პირველად ვუსმენ. ამ ყველაფერს შვილებიც შემოუერთდნენ. მათ ძალიან უყვართ ამ პროცესში ჩართულობა“, – ამბობა მაია გელოვანი.

კითხვაზე ნიაზიც ეუბნებოდა თუ არა აზრს მის როლებზე, მაია პასუხობს:

„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე, იმიტომ რომ ძალიან ღელავს“.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a9/
sheniganatleba.ge
READ  გაიცანით, 11 წლის უნიჭიერესი ნუცა ფრუიძე ქუთაისიდან
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network