ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიგაიცანით 6 წლის ნიკუშა, რომელმაც პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს...

გაიცანით 6 წლის ნიკუშა, რომელმაც პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს ჩანთა დაუწყო

კომპანია „ტენე“, სოციალურ ქსელში 6 წლის ნიკუშა ქინქლაძის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ტენე“ წერს, ნიკუშამ, პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს ჩანთა დაუწყო.

„6 წლის ნიკუშა ქინქლაძე თვლის, რომ პლასტმასის შეგროვება ახლავე უნდა დაიწყოს და ამით მაგალითი მისცეს, როგორც მის მეზობლებს, ისე ყველა პირველკლასელს, რადგანაც 2050 წლისთვის, როდესაც ის 32 წლის იქნება, ამის გაკეთება უკვე დაგვიანებული იქნება.

ნიკუშა ევროპული სკოლის მოსწავლეა, სადაც მას და მის კლასელებს აუხსნეს, რამდენად მცირე დრო გვაქვს დარჩენილი დედამიწის გადასარჩენად“, – წერს „ტენე“ და ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ ნიკუშას შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყვეს.

„სრულიად შემთხვევით გავიგეთ, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის სამეზობლო ჯგუფში, ნიკუშას დედამ შეტყობინება ჩააგდო, რომ ნიკუშამ მათ ბაქნებზე მუყაოს ჩანთები დაალაგა და მეზობლებს სთხოვა, რომ გამოყენებული პლასტმასა მუნიციპალური ურნის ნაცვლად იქ ჩაეყარათ“

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

READ  სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი